კევინ დურანტი: მინდა ბოლო სეზონი "ბარსელონაში" ვითამაშო

AutoSharing Option
"ბრუკლინის" ფორვარდმა კევინ დურანტმა სერჟი იბაკას კულინარიული შოუს დროს აღიარა, რომ სურს, ერთი სეზონი ევროლიგაში "ბარსელონას" მაისურით ითამაშოს.

"ძალიან მინდა ჩემს ბოლო სეზონში ევროპაში ვითამაშო. "ბარსელონაში" ვითამაშებდი.

ევროლიგა საინტერესოდ მეჩვენება. ეს სიძლიერით მეორე ლიგაა მსოფლიოში. არ ვიცი, ვიზამ თუ არა ამას სინამდვილეში, უბრალოდ, ახლა ამაზე ვოცნებობ და ამის გაკეთება ალბათ მაგარი იქნება", - ციტირებს დურანტს Eurohoops-ი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან მაგარი გადაწყვეტილებაა! მივესალმები ამ დიდებულ კალათბურთელს! გოლდენ სტეიტი ამ ადამიანის გარეშე ვეღარ ბრწყინავს. ამ სეზონში ვერაფერს მოიგებს!
aburjga
22:12 29-10-2019
1
ფულისტი დურანტი ამას არასოდეს გააკეთებს სინამდვილეში.
2

სიახლეები პოპულარული