"ბარსელონამ" "ბრუკლინის" ფორვარდს, კევინ დურანტს უპასუხა.
დურანტმა სერჟი იბაკას კულინარიული შოუს დროს აღიარა, რომ თავისი კარიერის ბოლო სეზონში სურს ევროლიგაში "ბარსელონას" მაისურით ითამაშოს.
ესპანურ კლუბში NBA-ს ვარსკვლავის განცხადებაზე რეაქციამ არ დააყოვნა და კლუბმა "ტვიტერში" ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:
"გამარჯობა, კევინ. აი, "ბარსელონას" მაისური იმ შემთხვევისთვის, თუ შენი დაუჯერებელი ოცნება რეალობად იქცევა".