NBA. რეგულარული: კავაი ლეონარდმა ყოფილი გუნდი არ დაინდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველ ნოემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

სამი მატჩიდან ყველაზე საინტერესო შეხვედრა ლოს-ანჯელესში ჩატარდა, სადაც "კლიპერსმა" "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და ანგარიშით 103:97 დაამარცხა.

"კლიპერსის" ლიდერი კავაი ლეონარდი "იუტასთან" მატჩში ისვენებდა. "კლიპერსი" პირველად "ბექ თუ ბექის" ფარგლებში, ანუ როცა გუნდი 2 დღეში 2 მატჩს ატარებს, სწორედ "იუტას" შეხვდა და დამარცხდა.

ამჯერად ლეონარდი "სპურსთან" მატჩში გუნდთან ერთად იყო და ყოფილ გუნდს 38 ქულა ჩაუგდო, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ორივე გუნდის შემადგენლობაში. ამასთან, ლეონარდმა 12 მოხსნაც მიითვალა.

"სპურსიდან" დემარ დეროზანი გამოირჩა,
რომელმაც 29 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. შეგახსენებთ, რომ სწორედ დეროზანი და ლეონარდი გაცვალეს მაშინ "ტორონტომ" და "სპურსმა" და შედეგად კანადელები NBA-ს ჩემპიონები გახდნენ.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ატლანტა-მაიამი 97:106
ნიუ ორლეანი-დენვერი 122:107
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული