გოგა ბითაძის შანსი - მაილს ტერნერი "ინდიანას" მინიმუმ ერთი კვირა ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსის" ცენტრი მაილს ტერნერი ტრავმის გამო მინიმუმ ერთ კვირას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ტერნერმა ტრავმა "ბრუკლინთან" მატჩის პირველ მეოთხედში მიიღო. მას ფეხი გადაუბრუნდა და მას შემდეგ პარკეტზე არ დაბრუნებულა.

ტერნერის ტრავმის შემდეგ "ბრუკლინთან" პარკეტზე გოგა ბითაძე შეუშვეს, რომელმაც სულ 8:36 წუთი ითამაშა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ქულები ვერ მოაგროვა.

ტერნერი და ბითაძე ერთი ტიპის მოთამაშეები არიან და დიდი ალბათობით, მაილსის ტრავმის შემდეგ უფრო მეტი სათამაშო დრო ქართველ ცენტრს მიეცემა.

ეს არის შანსი, რომ ბითაძემ თავდაჯერებულობა მოიმატოს "ბრუკლინთან" ცუდად ჩატარებული თამაშის
შემდეგ და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს.

"ინდიანა" მორიგ შეხვედრას შინ 2 ნოემბერს, ჩვენი დროით 03:00 საათზე "კლივლენდთან" გამართავს.

4 ნოემბერს "პეისერსი" "ჩიკაგოს" შეხვდება, 6 ნოემბერს - "შარლოტს", ხოლო 7 ნოემბერს - "ვაშინგტონს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული