ლუკამ შეხვედრა სამმაგი დუბლით დაასრულა, მის ანგარიშზე 29 ქულა, 14 მოხსნა და 15 შედეგიანი გადაცემა იყო და "დალასის" გამარჯვება სწორედ მისი დამსახურება გახლდათ.
ლუკა NBA-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც 2 მატჩში ზედიზედ 29 ქულაზე, 13 მოხსნასა და 15 გადაცემაზე ნაკლები არ დააფიქსირა.
20 წლის სლოვენიელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 2 შეხვედრაში სამმაგი დუბლი გაიფორმა და 25 ქულაზე ნაკლები არ ჩაუგდია.
ლუკა "დალასის" ისტორიაში გახდა მეორე კალათბურთელი, რომელმაც ზედიზედ 2 მატჩში 15 შედეგიანი გადაცემა (ან/და მეტი) გააკეთა.
ბოლოს კი, 1965 წლის შემდეგ ლუკა გახდა პირველი კალათბურთელი NBA-ში, რომელიც ზედიზედ 2 მატჩში აგროვებდა მინიმუმ 25 ქულას, 10 მოხსნასა და 15 შედეგიან გადაცემას. ბოლოს ასეთი რამ ოსკარ რობერტსონმა გააკეთა.
NBA. რეგულარული: დონჩიჩის სამმაგი დუბლი და "დალასის" წარმატებული სტარტი [VIDEO]