NBA. რეგულარული: "გოლდენ სტეიტს" დრაფტის ბიჭმა მოაგებინა, ჰარდენმა 44 ქულა მოაგროვა [VIDEO]

AutoSharing Option
5 ნოემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

"ბრუკლინ ნეთსმა" შინ "ნიუ ორლეანი" ანგარიშით 135:125 დაამარცხა. შეხვედრაში ყველაზე მეტი, 40 ქულა "პელიკანსის" კალათბურთელმა ბრენდონ ინგრემმა ჩააგდო, თუმცა თანაგუნდელებმა მას მხარი ვერ აუბეს.

"ნეთსიდან" კი კაირი ირვინგმა 39 ქულა ჩააგდო, რასაც 9 პასი და 4 მოხსნა მიამატა. კერის ლევერტმა 23 ქულა მიითვალა, ხოლო ჯარეტ ალენმა 18 ქულას 10 მოხსნა დაუმატა.


ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ "ჰიუსტონ როკეტსმა" სტუმრად "მემფის გრიზლის" ანგარიშით 107:100 სძლია. "როკეტს"
44 ქულით ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა, რომელმაც ასევე 10 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.

რასელ უესტბრუკს კლუბმა დასვენების საშუალება მისცა და შესაბამისად, მატჩი გამოტოვა.


"მილუოკი ბაქსმა" სტუმრად "მინესოტა" 134:106 დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა. იანის ანტეტოკოუნმპომ 34 ქულა, 15 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა. კრის მილდტონი კი თანაგუნდელს 26 ქულით შეეწია.


ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, როგორც იქნა, გაიმარჯვა "გოლდენ სტეიტმა". "უორიორსმა" შინ "პორტლენდი" 127:118 დაამარცხა. შეხვედრაში ყველაზე მეტი, 39 ქულა დემიან ლილარდმა ჩააგდო, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

"უორიორსს" მძიმე დროება უდგას, სტეფ კარიმ ხელი მოიტეხა, გუნდი კევინ დურანტმა დატოვა, ხოლო კლეი ტომპსონიც ტრავმირებულია, დრეიმონდ გრინს და დიანჯელო რასელს არ უთამაშიათ.

"გოლდენ სტეიტიდან" ფორვარდი ერიკ პასკალი გამოირჩა, რომელმაც 36 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ პასკალი 2019 წლის დრაფტზე 41-ე ნომრად აირჩიეს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ვაშინგტონი-დეტროიტი 115:99
ფინიქსი-ფილადელფია 114:109
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული