NBA. რეგულარული: ლებრონ ჯეიმსის "Sweet November" - მე-4 სამმაგი დუბლი მე-5 შეხვედრაში [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 11 ნოემბრის დილით, NBA-ს რეგულარული სეზონის 8 შეხვედრა გაიმართა.

განსაკუთრებული მატჩი ჩაატარა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც ნოემბერში ჩატარებულ მე-5 შეხვედრაში მე-4 სამმაგი დუბლი დააფიქსირა, თუმცა "ლეიკერსი" სახლში "ტორონტოსთან" დამარცხდა - 104:113. ლებრონმა აღნიშნულ შეხვედრაში 13 ქულა ჩააგდო, 13-ჯერ მოხსნა ბურთი და 15 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ენტონი დევისმა კალიფორნიელებს 27 ქულა შესძინა. "ტორონტოს" შემადგენლობაში საუკეთესო პასკალ სიაკამი იყო 24 ქულითა და 11 მოხსნით. ფრედ ვანვლიითმა შეხვედრაში 23 ქულა ჩააგდო, 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 7-ჯერ მოხსნა ბურთი.

VideoSportall.Ge
11.11.19 ლეიკერსი -
ტორონტო 104:113

გოგა ბითაძის არყოფნაში მეორე შეხვედრა მოიგო "ინდიანა პეისერსმა". ინდიანაპოლისელებმა გასვლაზე დაამარცხეს "ორლანდო მეჯიქი" - 109:102. "ინდიანას" რიგებში საუკეთესო იყო დომანტას საბონისი, რომელმაც 38 წუთში 21 ქულა მიითვალა, 16-ჯერ მოხსნა ბურთი და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. თი ჯეი უორენმა და მალკომ ბროგდონმა 19-19 ქულა ჩააგდეს.



36 წუთში 35 ქულა ჩააგდო და 16-ჯერ მოხსნა ბურთი იანის ანტეტოკუმპომ, რომლის "მილოუკი ბაქსმა" გასვლაზე "ოკლაჰომა" დაამარცხა - 121:119. "მილოუკის" რიგებში 25 ქულა ერიკ ბლედსლოუმ მოიპოვა, მასპინძელთა რიგებში კი საუკეთესო გერმანელი დენის შროდერი იყო 30 ქულით. კრის პოლმა შეხვედრა 17 ქულით დაასრულა, დანილო გალინარიმ - 14-ით.



სხვა შეხვედრები

მინესოტა - დენვერი 98:100
ფილადელფია - შარლოტი 114:106
ნიუ იორკი - კლივლენდი 87:108
ფენიქსი - ბრუკლინი 138:112
პორტლენდი - ატლანტა 124:113

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან არაპროგნოზირებადი გახდა რეგულარული ლეიკერსი თამაშობდა საკუთარ მოედანზე და იყო მომენტი როცა +11 წინ გავიდა და საბოლოოდ -9 ეს იმ ფონზე როცა ლებრონი და ენტონი იყვნენ ხუთეულში
net321
15:35 11-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული