"მაიამიმ" კალათბურთელი კანაბისიანი მარმელადის ჭამის გამო დასაჯა

AutoSharing Option
"მაიამი ჰიტმა" თავისი გამთამაშებელი დიონ უეითერსი 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით კანაბისიანი მარმელადის ჭამის გამო დასაჯა ისე, რომ ამ დროის განმავლობაში ხელფასს ვერ მიიღებს.

კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეითერსი "მაიამის" თვითმფრინავში ცუდად მაშინ გახდა, როცა ერთ-ერთი საგარეო თამაშის ჩასატარებლად მიფრინავდნენ. კალათბურთელმა გონება დაკარგა, შემდეგ კი ღებინება დაეწყო. სპორტსმენს სამედიცინო დახმარება ბორტზევე აღმოუჩინეს. პრობლემების საფუძველი კი კანაბისიანი მარმელადის ჭამა იყო.

"დიონის ამ სეზონში მოქმედებებით იმედგაცრუებულები ვართ. უკვე რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა მისმა გამოხდომებმა კლუბს ზიანი მიაყენა. ამიტომ, ის მომდევნო 10 შეხვედრაში მონაწილეობას
არ მიიღებს, არც ხელფასი შეუნარჩუნდება. მოთამაშე 29 ნოემბერს, "გოლდენ სტეიტთან" მატჩში დაუბრუნდება პარკეტს", - წერია "მაიამის" ოფიციალურ განცხადებაში.

27 წლის დიონ უეითერსი კარიერაში NBA-ს მატჩებში პარკეტზე საშუალოდ 25 წუთს ატარებს და 13.2 ქულას აგდებს. ის 2012 წელს მე-4 პიკად "კლივლენდ კავალიერსმა" აიყვანა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კანაბისი ინგლისურია. ქართულად როგორაა?
ჩვენს ჟურნალისტს არ ეცოდინება დარწმუნებული ვარ. პირდაპირ გადმოწერა საიდანღაც.
თქვე ციყვებო
17:08 11-11-2019
1
მარმალადი არ ქვია მაგას
superman
15:22 11-11-2019
1

სიახლეები პოპულარული