NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]

AutoSharing Option
12 ნოემბერს NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

"ბოსტონ სელტიქსმა" შინ "დალასი" ანგარიშით 116:106 დაამარცხა. მასპინძლებიდან კემბა უოკერი გამოირჩა, რომელმაც 29 ქულა მიითვალა. სტუმრებიდან კი 34 ქულა ლუკა დონჩიჩმა ჩააგდო, რასაც 9 პასიც მიუმატა.

"ჰიუსტონ როკეტსმა" სტუმრად "ნიუ ორლეანი" ანგარიშით 122:116 დაამარცხა. მასპინძლებმა ჯეიმს ჰარდენი და რასელ უესტბრუკი ვერ გააჩერეს. ჰარდენმა 39 ქულა ჩააგდო, ხოლო უესტბრუკმა - 26.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

გოლდენ სტეიტი-იუტა 108:122
სან ანტონიო-მემფისი 109:113
დეტროიტი-მინესოტა 114:120
კლიპერსი-ტორონტო 98:88
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული