NBA. რეგულარული: ტრეი იანგი NBA-ს ისტორიას წერს! [VIDEO]

AutoSharing Option
13 ნოემბერს NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

გოგა ბითაძის "ინდიანამ" შინ "ოკლაჰომას" ანგარიშით 111:85 სძლია. ეს "პეისერსის" მეშვიდე გამარჯვებაა სეზონში და აღმოსავლეთ კონფერენციაში მყარად იკავებს მე-6 ადგილს.

რაც შეეხება ქართველ ცენტრს, მას ტვინის შერყევის გამო არ უთამაშია. სავარაუდოდ, გოგა პარკეტს რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.

"ოკლაჰომასთან" მატჩში კი ინდიანელებმა გუნდურობის ხარჯზე მოიპოვეს გამარჯვება. ყველაზე მეტი, 23 ქულა შეხვედრაში თი ჯეი უორენმა ჩააგდო, მალკომ ბროგდონმა 20 ქულა მიითვალა, დომანტას საბონისმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა - ლიეტუველმა 18 ქულა და 16 მოხსნა
მოაგროვა. აარონ ჰოლიდეიმ კი 15 ქულას მოუყარა თავი.

"ოკლაჰომადან" ყველაზე მეტი, 15 ქულა დანილო გალინარიმ ჩააგდო.

"ლოს ანეჯელს ლეიკერსმა" სტუმრად "ფინიქსი" 123:115 დაამარცხა. ეს "ლეიკერსის" მე-8 გამარჯვებაა რეგულარულში და ამ მაჩვენებლით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს.

ენტონი დევისმა მატჩში ყველაზე მეტი, 24 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. კაილ კუზმამ 23 ქულა ჩააგდო, ხოლო ლებრონ ჯეიმსს სამმაგ დუბლამდე 3 მოხსნა დააკლდა - მან 19 ქულა, 11 პასი და 7 მოხსნა მოაგროვა.

"ფინიქსიდან" დევინ ბუკერი და რიკი რუბიო 21-21 ქულით გამოირჩნენ.


"ატლანტამ" სტუმრად "დენვერს" 125:121 სძლია. აღსანიშნავია, რომ ატლანტელთა გამთამაშებელმა ტრეი იანგმა მაიკლ ჯორდანისა და ლებრონ ჯეიმსის მიღწევა გაიმეორა. იანგმა, ლეგენდარული კალათბურთელების მსგავსად, 40 ქულა და 10 პასი ერთზე მეტჯერ გაიფორმა, სანამ 22 წელი შესრულებია.

"დენვერთან" იანგმა 42 ქულა და 11 პასი მოაგროვა. პირველი მატჩი კი, სადაც მან 40+10 მოაგროვა, 2019 წლის პირველ მარტს მოხდა, როცა იანგმა "ჩიკაგოსთან" 49 ქულა და 16 პასი ჩაიწერა აქტივში.


დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ფილადელფია-კლივლენდი 98:97
მაიამი-დეტროიტი 117:108
ჩიკაგო-ნიქსი 120:102
იუტა-ბრუკლინი 119:114
საკრამენტო-პორტლენდი 107:99
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული