NBA. რეგულარული: ლუკა დონჩიჩის მეხუთე სამმაგი დუბლი [VIDEO]

AutoSharing Option
15 ნოემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

"მილუოკიმ" "ჩიკაგოს" უმასპინძლა და ანგარიშით 124:115 დაამარცხა. შეხვედრაში ყველაზე მეტი, 38 ქულა იანის ანტეტოკუნმპომ ჩააგდო, რასაც 16 მოხსნაც მიამატა. ერიკ ბლედსოუმ კი 31 ქულა მიითვალა.

"ჩიკაგოდან" დრაფტის მე-7 პიკი კობია უაიტი გამოირჩა, რომელმაც 26 ქულა ჩაიწერა აქტივში, ხოლო ზაკ ლავინმა 25 ქულა ჩააგდო.

"მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 8 მოგებითა და 3 მარცხით მეორე ადგილზეა.


"დალას მავერიკსს" ლუკა დონჩიჩის მორიგმა სამმაგმა დუბლმა "ნიქსთან" სტუმრად ვერ უშველა და
ანგარიშით 103:106 დამარცხდა. სლოვენიელმა 33 ქულა, 10 მოხსნა და 11 პასი მიითვალა. ეს დონჩიჩის მეხუთე სამმაგი დუბლია სეზონში. ლატვიელმა კრისტაპ პორზინგისმა კი 20 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.

"ნიქსიდან" კი მარკუს მორისი გამოირჩა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო.


დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

კლივლენდი-მაიამი 97:108
ნიუ ორლეანი-კლიპერსი 132:127
ფინიქსი-ატლანტა 128:112
დენვერი-ბრუკლინი 101:93
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული