NBA. რეგულარული: ბერძენმა იანისმა "პორტლენდი" სამმაგი დუბლით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 ნოემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

საკმაოდ უხვქულიანი მატჩი გაიმართა მილუოკიში, სადაც ადგილობრივმა" ბაქსმა" "პორტლენდს" უმასპინძლა და ანგარიშით 137:129 დაამარცხა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 37 ქულა სიჯეი მაკკოლუმმა ჩააგდო, რასაც 10 პასი და 6 მოხსნა მიამატა. სკალ ლასიბიერიმ კი 22 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.

მასპინძლებიდან კი ერიკ ბლედსოუ და იანის ანტეტოკუნმპო გამოირჩნენ. ბლედსოუმ 30 ქულა მიითვალა, ხოლო იანისმა სამმაგი დუბლი გაიფორმა - ბერძენმა 24 ქულა, 19 მოხსნა და 15 პასი ჩაიწერა აქტივში.

აღსანიშნავია, რომ იანისმა გადაცემების პირადი
რეკორდი დაამყარა. აქამდე ბერძენს ერთ მატჩში 15 პასი არასდროს გაუკეთებია.

"ფინიქს სანსი" "ნიუ ორლეანთან" 121:124 დამარცხდა. სტუმრებიდან ბენი ინგრემი და ჯეიჯეი რედიკი გამოირჩნენ. ინგრემმა 28 ქულა ჩააგდო, რედიკმა - 26. მასპინძლებიდან კი კელი ოუბრიმ 25 ქულა მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული