NBA. რეგულარული: დონჩიჩმა ჰარდენს აჯობა, "დალასმა" კი - "ჰიუსტონს" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 ნოემბერს NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა.

დღის ყველაზე საინტერესო შეხვედრა ჰიუსტონში გაიმართა. "როკეტსმა" "დალას მავერიქსს" უმასპინძლა და ანგარიშით 123:137 დამარცხდა.

ერთმანეთს პარკეტზე მიმდინარე სეზონის MVP-ის ტიტულის ორი კანდიდატი დაუპირისპირდა. ჯეიმს ჰარდენისა და ლუკა დონჩიჩის დუელი სლოვენიელის გამარჯვებით დასრულდა.

დონჩიჩმა შეხვედრაში ყველაზე მეტი, 41 ქულა ჩააგდო, რასაც 10 პასი და 6 მოხსნა მიამატა.

აღსანიშნავია, რომ 20 წლის სლოვენიელი უკვე ზედიზედ 4 მატჩია მინიმუმ 30 ქულასა და 10 პასს აკეთებს, რაც აქამდე ჯეიმს ჰარდენს (3-ჯერ), მაიკლ ჯორდანს და რასელ უესტბრუკს
გაუკეთებიათ.

ტიმ ჰარდვეიმ კი "დალასს" 31 ქულა მოუტანა, ხოლო კრისტაპ პორზინგისმა 23 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა.

რაც შეეხება "ჰიუსტონს", ჯეიმს ჰარდენს სამმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. მან 29 ქულა, 11 პასი და 8 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. რასელ უესტბრუკმა 27 ქულა ჩააგდო, ხოლო კლინტ კაპელამ 19 ქულა და 22 მოხსნა მოაგროვა.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ნიუ იორკი-ბრუკლინი 101:103
ვაშინგტონი-საკრამენტო 106:113
დენვერი-ფინიქსი 116:104
კლიპერსი-ნიუ ორლეანი 134:109
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული