გოგა ბითაძე უკვე მე-6 მატჩია ქულებს ვერ აგროვებს - "ინდიანამ" "კლიპერსთან" წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 დეკემბერს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" "კლიპერსს" უმასპინძლა და ანგარიშით 99:110 დამარცხდა.

სამწუხაროდ, ქართველ ცენტრს მცირე სათამაშო დრო მიეცა. ბითაძე პარკეტზე 2:10 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და ამ ხნის განმავლობაში მის სტატისტიკურ გრაფას არაფერი მომატებია.

ბოლო დროს მთავარი მწვრთნელი მეთ მაკმილანი ბითაძეს არ სწყალობს და სულ უფრო ცოტა სათამაშო დროს აძლევს. ქართველ ცენტრს კი ყველაზე მეტად სწორედ სათამაშო დრო სჭირდება, რადგან ეს მისი სადებიუტო სეზონია და სითამამის მოსაკრებად მეტი პრაქტიკა სჭირდება.

სამწუხარო ისაა, რომ ბოლო 6 მატჩია გოგას საერთოდ ქულაც არ
მოუპოვებია.

რაც შეეხება მატჩს, ყველაზე მეტი, 36 ქულა კლიპერსელმა პოლ ჯორჯმა ჩააგდო.

დომანტას საბონისმა 18 ქულა და 22 მოხსნა მოაგროვა. გოგას თანაგუნდელმა და, შეიძლება ითქვას, მთავარმა კონკურენტმა მაილს ტერნერმა 25:25 წუთში 5 ქულა, 5 მოხსნა, 1 ბლოკი და 3 დაკარგვა დააფიქსირა.

"ინდიანა" 15 მოგებითა და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზეა. გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 12 დეკემბერს, ჩვენი დროით 04:00 საათზე შინ "ბოსტონთან" გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ბოსტონი-კლივლენდი 110:88
ჩიკაგო-ტორონტო 92:93
ჰიუსტონი-საკრამენტო 118:119
მილუოკი-ორლანდო 110:101
ნიუ ორლეანი-დეტროიტი 103:105
ფინიქსი-მინესოტა 125:109
იუტა-ოკლაჰომა 90:104
გოლდენ სტეიტი-მემფისი 102:110
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეჭვი მაქვს, რომ გოგას რაღაც შეეშალა, რა არ ვიცი, მაგრამ რაც მან ითამაშა, იქედან გამომდინარე არ იმსახურებს სკამზე ჯდომას, თან სულ უმატებდა და უცებ... არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ასე მგონია ჭკუის სასწავლებლად უკეთებენ ამას. არა უშავს, გოგა ყველაფერს მიაღწევს, ჯერ სადა ხარ, ყველაფერი წინა გაქვს!!!
bmb
11 დეკემბერი 2019 13:04
0
უფრო ზონური მოთამაშეა, მანდ მეტი აქტიურობა და ინდივიდუალიზმი სჭირდება, რაც სამწუხაროდ არა აქვს. ან უნდა შეიძინოს ან ევროპაში უნდა დაბრუნდეს
mamuka
11 დეკემბერი 2019 07:54
3
რამდენჯერ უნდა ვთქვა - ა ხ ლ ა ვ ე უნდა განაცხადოს პროტესტი და დ ა ტ ო ვ ო ს ეს გუნდი, თორემ ფსიქიკურად დააუსუსურებენ და მე-3-ე ხარისხოვან ,,დამყენებლად,, საკუთარ თავზე თამაშის აღება ა ზ რ დ ა ც რომ არ მოუვა ,,კალათბურთელ,,-ად გადააქცევენ - უკვე ისე ნერვიულობს - აშკარაა ბურთის მიღება აღარც უნდა, არც აძლევენ, აღარაფერს ვამბობ ჩაგდების ჟინზე, საკუთარ თავზე თამაშის აღებაზე, აგრესიაზე ფართან...უკვე არა-ადეკვატურად მოქმედებს, გარე -გარე დარბის, შეშინებული გამოიყუირება -არიქა რომ ვერ ჩავაგდოო ... არადა- უდიდესი პოტენცია აქვს და ამ გუნდში ფსიქიკურად არ გაანადგურონ (!)- ან ყველა და ყოველი პარტნიორი ერთ ადგილზე უნდა დაიკიდოს და ქულების აღებაზე უნდა იბრძოლოს - ასე იწვრთნება და ხდებიან დიდი სპორტსმენები და თუ მის უფლებას ა რ მისცემენ -უ ნ დ ა წავიდეს ...ასე დააუსუსურებენ როგორც სპორტსმენს (!)
გლახუნა
10 დეკემბერი 2019 16:41
0
ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა ქართველების მიმართ.რომ შთაგაგონონ რა უვარგისები ვართ
გრიგოლ1408
10 დეკემბერი 2019 13:20
13
ერთი რამ ცხადია თუ არ მოინდომა და უფრო აქტიური არ გახდა ძალიან დააზარალებს თავის კარიერას. ცოტას მოძრაობს და ცოტა დაბნეულია. მეტ ბრძოლის ჟინს და გამბედაობს თუ გამოიჩენს შეიცვლება სიტუაცია.
David
10 დეკემბერი 2019 12:47
2
ტერნერმა უკვე რამდენიმე თამაში ჩაატარა ტრავმის შედეგ და წესით,უკვე ფორმაშიც უნდა იყოს,მაგრამ დიდი შედეგიანობით,ვერც ის გამოირჩევა.მწვრთნელი მას,უფრო კარგად იცნობს,ფიზიკურადაც უფრო გამძლეა,გუნდთანაც შეთამაშებული და ალბათ ამიტომ ენდობიან მას.გოგას კი,ეტყობა ცოტა ფსიქოლოგიური პრობლემაც შეექმნა,ცოტა არასტაბილურობაც დაემატა და მეტოქეებმაც მეტი ყურადღება მიაქციეს.ვფიქრობ,ყველაფერი მაინც გოგას ხელშია.როცა მოედანზე გადის,სრულად უნდა აჩვენოს,თავისი შესაძლებლობები.თუმცა ისიც გასათვალისწინებელია,რას მოითხოვს მისგან მწვრთნელი.ადრე მას,თამამად სროლას ავალებდნენ,ახლა კი,პირველი ცდის შემდეგ,თუ სროლა გაუცუდდა,მეორედ აღარ ისვრის და ეს,პირადად მისგან მოდის,თუ მწვრთნელისაგან,საკითხავი ეს არის.
სოსო
10 დეკემბერი 2019 12:09
0
ახლა საინტერესოა რა უწერია კონტრაქტში და როგორ შეძლებს თავი დააღწიოს ინდიანასაც და ნბა-საც! წაახდენენ ამ კარგ, ნიჭიერ და მონდომებულ ბიჭს!
aburjga
10 დეკემბერი 2019 12:01
7
არ არის მზად მაგ დონეზე სათამაშოდ და ეგ არის უქულობის შედეგი ნბა არც საქართველოს ნაკრებია და არც მეგაბიქსი ცუდი ის არის იქაც ვერ ვარგობს აქაც ნაკრებს ვერ დაეხმარება
kote
10 დეკემბერი 2019 11:43
11

სიახლეები პოპულარული