რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]

AutoSharing Option
17 დეკემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

"ჰიუსტონმა" "სან ანტონიოს" უმასპინძლა და ანგარიშით 109:107 დაამარცხა. "როკეტსს" რასელ უესტბრუკმა და ჯეიმს ჰარდენმა ულიდერეს. რასელმა ორმაგი დუბლი, 31 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ჰარდენმა 28 ქულა ჩააგდო.


"სან ანტონიოდან" 19 ქულითა და 13 მოხსნით ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა.

მატჩის მე-6 წუთზე ჰარდენსა და "სპურსის" გამთამაშებელ დეიონტე მიურეის შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

მიურეიმ ბურთი ჩაჭრა და 2 ქულა მოიპოვა, რის შემდეგაც ჰარდენმა მას ხელი
ჰკრა. მიურეის ეს არ მოეწონა და საპასუხოდ ჰკრა ხელი. მსაჯი მალევე ჩაერია და სიტუაცია დამშვიდდა.


"დალასმა" სტუმრად "მილუოკი" ანგარიშით 120:116 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "დალასმა" "ბაქსის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

მიუხედავად იმისა, რომ "დალასს" თავისი ლიდერი ლუკა დონჩიჩი (ტრავმა) არ ჰყავდა და "მილუოკის" ვარსკვლავმა იანის ანტეტოკოუნმპომ 48 ქულა ჩააგდო, მაინც შეძლო აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერის დამარცხება.

"დალასიდან" სეტ კარი და კრისტაპ პორზინგისი გამოირჩნენ, რომლებმაც 26-26 ქულა ჩააგდეს. ლატვიელმა თავის მონაგარს 12 მოხსნაც დაუმატა.


დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

დეტროიტი-ვაშინგტონი 119:133
ტორონტო-კლივლენდი 133:113
მემფისი-მაიამი 118:111
ოკლაჰომა-ჩიკაგო 109:106
ფინიქსი-პორტლენდი 110:111
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული