NBA-მ დეკემბრის საუკეთესო კალათბურთელები და ახალწვეულები დაასახელა

AutoSharing Option
NBA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა დეკემბრის თვის საუკეთესოები გამოავლინა.

აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების თვის საუკეთესო კალათბურთელებად "მილუოკის" ბერძენი ლეგიონერი იანის ანტეტოკოუნმპო და "ჰიუსტონის" მცველი ჯეიმს ჰარდენი დასახელდნენ.

იანისი გასულ თვეში "ბაქსს" 15 შეხვედრაში 13 მოგების მოპოვებაში დაეხმარა. ის საშუალოდ 29.3 ქულას, 12 მოხსნასა და 5.3 გადაცემას აკეთებდა.

"როკეტსმა" კი თვე 10 მოგებითა და 5 მარცხით დაასრულა. ამასთან ერთად, ჰარდენი საშუალოდ 37.3 ქულას, 6.9 მოხსნასა და 5.6 გადაცემას ასრულებდა საშუალოდ მატჩში.

თვის საუკეთესო მწვრთნელებად "მილუოკის" თავკაცი მაიკ ბუდენჰოლცერი და "ოკლაჰომას" ხელმძღვანელი ბილი დონოვანი
დასახელდნენ.

როგორც უკვე გითხარით, "მილუოკიმ" თვე 13-2-ზე დაასრულა, ხოლო "თანდერმა" 15 მატჩში 11-ჯერ მოიგო.

"მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციას 31-5 მაჩვენებლით ლიდერობს, ხოლო "ოკლაჰომა" დასავლეთ კონფერენციაში 19-15 მაჩვენებლით მეშვიდე ადგილზეა.

ამასთან ერთად, NBA-მ საუკეთესო ახალწვეულებიც დაასახელა. ესენი გახდნენ "მაიამის" მცველი კენდრიკ ნანი და "მემფისი" მცველი ჯა მორენტი.

ნანი გასულ თვეში საშუალოდ 15.5 ქულას, 3.9 გადაცემასა და 3.3 მოხსნას აგროვებდა, ხოლო მორენტი - 15.5 ქულასა და 6.5 გადაცემას.

აღსანიშნავია, რომ ნანი და მორენტი თვის საუკეთესო ახალწვეულებად ოქტომბერსა და ნოემბერშიც დასახელდნენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული