All Star-ის 5-გზის მონაწილე ჰორფორდი: ზაზა ფაჩულიასაგან ბევრი ვისწავლე

AutoSharing Option
NBA-ს ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა სტატია ვეტერანების როლის შესახებ გუნდში და ერთ-ერთი რესპონდენტი "ფილადელფიას" ცენტრი, "ყველა ვარსკვლავის" მატჩის 5-გზის მონაწილე ალ ჰორფორდი იყო, რომელიც თავის სადებიუტო წელზე საუბრისას ზაზა ფაჩულიას შეეხო.

"ზაზა ფაჩულია და მაიკ ბიბი იყვნენ ის კალათბურთელები, რომლებიც ყველაზე მეტად დამიდგნენ გვერდში დებიუტანტობის დროს. ენტონი ჯონსონიც დამეხმარა. ამ ბიჭებისაგან საწყის წლებში ძალიან ბევრი ვისწავლე.

ზაზა დიდი პროფესიონალი იყო, თავის თამაშს დიდ ყურადღებას აქცევდა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, მისი თამაშისთვის თვალის მიდევნებით, როგორც მოძრაობდა, როგორ მოქმედებდა პარკეტზე. მაიკ ბიბიმ უდიდესი
დახმარება გამიწია; მაძლევდა რჩევებს, როგორ მეთამაშა "პიკ ენ როლი", როდის მესროლა, რა გამეკეთებინა.

მე ძალიან გამიმართლა, ჩემ ირგვლივ ვეტერანები იყვნენ. ამან ჩემზე კარგი ზემოქმედება მოახდინა. მიდიხარ გუნდში და სწავლობ, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი კალათბურთელი. ამ ბიჭებმა NBA-ში ბევრი სეზონი გაატარეს.

ყოველთვის არიან მოთამაშეები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, თუმცა NBA-ში დიდი ხანი რომ ითამაშო, მხოლოდ პოტენციალი საკმარისი არაა. პროფესიონალი უნდა იყო, კარგი თანაგუნდელი, სწორად უნდა მოიქცე. ახლა კი, როცა შანსი მაქვს, ყოველთვის ვესაუბრები ახალგაზრდებს", - განაცხადა ჰორფორდმა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიგეთ თქვე იდიოტებო, რა კაცია ზაზა ფაჩულია?! ეს იმათ, ვისაც ზაზაში ეჭვი ეპარებოდა. ბითაძის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ სულ სხვა სიტუაცია იქნება კოლეგა ცენტრებისგან, ჯერ ერთი გოგაში დიდ მეტოქეს ხედავენ, მერე მეორე, საბონისი და ზოგადად ბალტიისპირელები მაგარი უკონტაქტო და არაკომუნიკაბელურები და უაზრო ამაყები არიან, ძალიან ძნელია მათთან საერთო ენის გამონახვა, საბონისი არასოდეს არ იზამს იმას, რასაც ზაზა აკეთებდა წლების გან-ში, დიდი ხანი ვცხოვრობდი ბალტიისპირელებთან და ვიცი, ათას კაცში ერთს ვერ ნახავ სამეგობრო ადამიანს, ლიტველებს კიდე არა უშავს, ესტონელები ხომ საერთოდ. რუსები რაც არიან ყველამ ვიცით, მაგრამ პრიბალტებს არც შევადარებ მეგობრობის და ძმაკაცობის ამბებში. ეს მცნება მაგათში საერთოდ არ ზის,ვალანჩუნასიც ეგეთი ღრჯოა.
7

სიახლეები პოპულარული