ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კობი ბრაიანტი დაიღუპა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს კალათბურთის ლეგენდა 41 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა

ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა, - ეს ინფორმაცია NBC-მ გაავრცელა.

ბრაიანტის საკუთარი ვერტმფრენი კალიფორნიის შტატის ქალაქ კალაბასის მახლობლად ჩამოვარდა და საფრენ აპარატში მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა. გამოცემის ცნობით, ვერტმფრენში კობის მეუღლე ვანესა არ იმყოფებოდა.

ჩამოვარდნის შემდეგ ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა და შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა ვერავის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ბრაიანტმა კარიერა 2016 წელს დაასრულა. მან 18-ჯერ მიიღო მონაწილეობა  NBA-ს ვარსკვლავთა მატჩში და აქედან 17-ჯერ ზიდიზედ. ის 5-ჯერ გახდა ჩემპიონი და
2-ჯერ ფინალური სერიის MVP.

კობი მთელი კარიერის მანძილზე - 1996-2016 წლებში "ლოს ანჟელეს ლეიკერსის" ღირსებას იცავდა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ჩემი უსაყვარლესი კალათბურთელი, სპორცმენი რომელიც ყველას უყვარდა თანაგუნდელსაც და მოწინააღმდეგესთან, კობი სამაგალითო იყო როგორც პარკეტზე ასევე მის გარეთ. ამიტომ მეგობრებო გვიყვარდეს ერთმანეთი პატივი ვცეთ ერთმანეთს და მოვეფეროთ, არაფერი არ ღირს სიყვარულზე მეტი
ზიზუ
23:02 27-01-2020
0
საკუთარი ოჯახის წევრივით განვიცადე, ეს ყველაფერი იმის აზრს მიღრმავებს რომ უფრო მეტად ახლოს უნდა ვიყო უფალთან. სიკვდილმა დანდობა არ იცის, ვერც ფული ვერც ავტორიტეტი.. ჩვეულებრივი ცხოვრების პაიკები ვართ.
ერთი დღე მაინც გათენდეს ისეთი რომ კარგი გავიგოთ...
13:50 27-01-2020
0

სიახლეები პოპულარული