ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის, ჯანას ხსოვნის პატივისცემა დუბაიმ მასშტაბურად და ორიგინალურად გამოხატა.
კვირას, საღამოს, "ბურჯ-ჰალიფას" გარე ნაწილი იასამნისფრად და ოქროსფრად განათდა. ასევე, შენობას ამშვენებდა "ლეიკერსის" ლეგენდარული კალათბურთელი კობისა და მისი ქალიშვილის, ჯანას გამოსახულება.