2019 წელს NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ლამარ ოდომმა აღიარა, რომ პორნოგრაფიაზე სასტიკად დამოკიდებულია. კალათბურთელს თერაპიის კურსის გავლა მოუწია, რამდენადაც ხშირად ზედიზედ რამდენიმე დღეს პორნოგრაფიული ვიდეოების ნახვაში ატარებდა.
"NBA-ში დაგვიანების გამო აჯარიმებენ. ერთხელ ავტობუსში სპეციალურად გავჩერდი და არ ჩავედი, რომ დაწყებული პორნოს ყურება დამესრულებინა.
მაშინაც კი ვუყურებდი ვიდეოს, როცა ჩემთან საწოლში ნამდვილი ლამაზმანი იწვა", - აღიარა ლამარმა.
პრობლემების აღმოფხვრაში კალათბურთელს მისი მეუღლე ეხმარება: "ტელეფონს უფრო ხშირად ეკარებოდა, ვიდრე მე. ვფიქრობდი, რომ საკმარისად კარგი არ ვიყავი".
ოდომმა დამოკიდებულება ნარკომანობას შეადარა და დახმარების თხოვნით სპეციალურ
ცენტრს მიმართა. იქ თერაპიისა და რელიგიის დახმარებით ის პრაქტიკულად "განკურნეს".