დღეს, 21 თებერვალს, NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ატლანტა ჰოუკსმა" საკუთარ პარკეტზე "მაიამი ჰიტი" 5 ქულის სხვაობით დაამარცხა - 129:124.
საოცარი მატჩი გამოუვიდა მასპინძელთა გამთამაშებელ თრე იანგს, რომელმაც "მაიამის" 50 ქულა ჩაუგდო. პლუს ამას, იანგმა 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 2-ჯერ ჩაჭრა ბურთი. "მაიამის" რიგებში ახალგაზრდა ცენტრმა ბამ ადებაიომ იყოჩაღა და 28 ქულასთან ერთად 19-ჯერ მოხსნა ბურთი.
სხვა შეხვედრები:
დეტროიტი - მილოუკი 106:126
ფილადელფია - ბრუკლინი 112:104
ჩიკაგო - შარლოტი 93:103
საკრამენტო - მემფისი 129:125
გოლდენ სტეიტი - ჰიუსტონი 105:135