NBA-ს ფინალების ორგზის MVP კორონავირუსით დაინფიცირდა

AutoSharing Option
The Athletic-ის ინფორმაციით, "ბრუკლინ ნეთსის" ფორვარდი, NBA-ს ფინალების ორგზის MVP, 2014 წლის NBA-ს ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე კევინ დურანტი კორონავირუსით დაინფიცირდა.

"მომთმენები იყავით, საკუთარ თავს გაუფრთხილდით და კარანტინის წესები დაიცავით. ყველას ამ გზის გავლა გვიწევს", - თქვა დურანტმა.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ "ბრუკლინის" 4 კალათბურთელს დაუდგინდა კორონავირუსი. თავად კევინ დურანტს კი წლევანდელ სეზონში 1 მატჩიც არ ჩაუტარებია აქილევსის ტრავმის გამო.

alt"იუტას" ცენტრმა კორონავირუსი უკვე 2 კალათბურთელს გადადო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული