NBA-ს ლეგენდა: ჯორდანს საკუთარი ადგილი მივუჩინე, მას შემდეგ აღარ შევუწუხებივარ

AutoSharing Option
NBA-ს 4-გზის ჩემპიონმა და ჩატარებული თამაშების ოდენობით რეკორდსმენმა რობერტ ფერიშმა ESPN-თან მსოფლიო კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანის შესახებ ისაუბრა.

"ლარი (ბერდი), როგორც პიროვნება, მეჯიქსა (ჯონსონი) და ჯორდანზე 1 თავით მაღლა დგას. ის უდიდეს პატივს გვცემდა თითოეულ მოთამაშეს. თუ რომელიმე ღამით საქმეები კარგად არ მიგვდიოდა, ბერდი მოვიდოდა და გვამხნევებდა ან არაფერს გეტყოდა. მეჯიქ ჯონსონი და მაიკლ ჯორდანი კი თავზე გადახტებოდნენ, ერთ ამბავს ატეხდნენ."

პერიში იმდენად ჩუმი, წყნარი და უწყინარი ადამიანი იყო, რომ მეტსახელად "შეფი" შეარქვეს. შეფი არის ადგილობრივი ინდიელი კენ კესის ცნობილ
რომანში "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა", რომლის კინოვერსიაც მილოშ ფორმანმა გადაიღო. როგორ პერიში, ისე შეფიც ძალიან ჩუმი და წყნარია, თითქმის არ ლაპარაკობს.

რობერტი, რომელმაც კარიერის უდიდესი ნაწილი "ბოსტონ სელტიკში" გაატარა, ბოლო სათამაშო წელს "ჩიკაგო ბულზში" გადავიდა და სწორედ მაშინდელი ისტორია გაიხსენა, როცა სავარჯიშო რუტინის დროს მაიკლ ჯორდანი მასთან მივიდა და უთხრა, შეეწყვიტა. პერიში უკვე გამოცდილი ვეტერანი იყო, ჯორდანზე 9 წლით უფროსი.

"მაშინვე ვუთხარი, "შენზე ისე შეყვარებული არ ვარ, როგორც ეს ბიჭები და იცოდე, არც შენზე ნაკლები ბეჭდები მაქვს." მან კი მიპასუხა: "იცოდე, დედას გიტირებ!" მე კი ერთი ნაბიჯი გადავდგი მისკენ და ვუთხარი: "ვერა, მაგის ტრ***კი არ გაქვს". მას შემდეგ კი აღარასდროს შევუწუხებივარ", - განაცხადა ფერიშმა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
რეებს წერთ,ამ კარანტინმა მაგრა იმოქმედა ბევრზე ეტყობა.ერთი ისღა დაგრჩათ რომ დაწეროთ--უცებ ბერიამ სტალინს ყურში Ჩასჩურჩულა--და რაც გინდა, წავიდა.....
კახა ქ.
19:16 24-05-2020
0
რეებს ჭორაობენ ვერც გაიგებ მართალია თუ ტყუილი. ისე ფუჩურიასაც ეგრე არ მოუვიდა გარნეტთან?
ddgfdf
10:18 23-05-2020
8

სიახლეები პოპულარული