ჯორდანის გარეშე - პოლ ჯორჯმა NBA-ის საუკეთესო 5-ეული დაასახელა

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს კლიპერსის" ფორვარდმა პოლ ჯორჯმა NBA-ის ისტორიაში საუკეთესო 5-ეულის საუკუთარი ვერსია გაახმოვანა და მასში ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი არ შეიყვანა.

"გამთამაშებელი მცველის ადგილას ლებრონ ჯეიმსს დავაყენებდი. შემტევი მცველი კი ჩემს ვერსიაში კობი ბრაიანტი იქნებოდა. დიახ, ვიცი, რომ ჯორდანი ისტორიაში საუკეთესოა, თუმცა მე კობის თამაშებზე გავიზარდე.

მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე ლარი ბერდს ვხედავ. მძიმე ფორვარდი კი ჩემს ხუთეულში კევინ გარნეტი იქნებოდა. ცენტრად კი საუკეთესო შაკილ ო'ნილს დავაყენებდი,"- განაცხადა პოლ ჯორჯმა.

ერთი და არა მხოლოდ ერთი შეხედვით, პოლ ჯორჯმა საკმაოდ უცნაური ხუთეული ჩამოთვალა.
ალბათ, ამ სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უიშვიათესი კალათბურთელია, რომელმაც მაიკლ ჯორდანი საუკეთესოთა შორის არ დაასახელა.

მომზადებულია Clutch Points-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული