ჯეი აარ სმიტი, რომელიც 2016 წელს "კლივლენდ კავალიერსის" რიგებში NBA-ს ჩემპიონი გახდა, მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა, თუმცა ამჟამად კაცის ქუჩაში ცემის გამო.
მოგეხსენებათ, აშშ-ის ძალიან ბევრ ქალაქში იმართება საპროტესტო დემონსტაციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის (სწორედ ასე უწოდა მის დაღუპვას მინეაპოლისის მერმა) გამო და სმიტმაც თავი ერთ-ერთი აქციის დროს "გამოიჩინა".
ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, რომ ჩემპიონი უცნობ მამაკაცს სცემს. მას შემდეგ, რაც მომხდარი საქვეყნოდ გავრცელდა, სმიტმა თავი იმართლა. მისი თქმით, იმ ბიჭმა მისი მანქანის ფანჯარა ჩაამსხვრია და თავად კი დამნაშავეს "ჭკუა ასწავლა".
34 წლის სმიტი ამჟამად თავისუფალი აგენტია და NBA-ში ბოლო სეზონი 2018/19 წლებში ჰქონდა. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გატარებული 16 წლის შემდეგ მისი საშუალო მაჩვენებლები 12,6 ქულა, 3,2 მოხსნა და 2,1 გადაცემა გახლავთ.
"გოლდენ სტეიტის" მწვრთნელმა დონალდ ტრამპს დასცინა [PHOTO]
NBA-ს ლეგენდა: ჯორდანს საკუთარი ადგილი მივუჩინე, მას შემდეგ აღარ შევუწუხებივარ