NBA: "ლეიკერსმა" ამ შედეგს ბოლოს ბრაიანტთან ერთად 10 წლის წინ მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 4 აგვისტოს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის 5 შეხვედრა გაიმართა. გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" "ვაშინგტონს" 11 ქულის სხვაობით მოუგო - 111:100. სამწუხაროდ, გოგას ტრავმის გამო ისევ არ უთამაშია. წინა მატჩის მსგავსად, საუკეთესო თი ჯეი უორენი იყო. ამჯერად ფორვარდმა 34 ქულა ჩააგდო და 11-ჯერ მოხსნა ბურთი. მაილს ტერნერმა 33 წუთში 17 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.

"დენვერმა" მაიკლ პორტერის 37 ქულასა და 12 მოხსნას + ნიკოლა იოკიჩის სამმაგი დუბლით (30 ქულა, 12 მოხსნა, 10 ასისტი) "ოკლაჰომას აჯობა - 121:113.

"ნიუ ორლეან პელიკანსმა"
"მემფის გრიზლის" 10 ქულით მოუგო - 109:99. 2019 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა ზაიონ უილიამსონმა 25 წუთში 23 ქულა ჩააგდო.

ძალიან დაძაბულ შეხვედრაში "ფილადელფიამ" "სან ანტონიოს" მოუგო - 132:130. "ფილას" რიგებში საუკეთესოები ჯოელ ემბიდი (27 ქულა, 9 მოხსნა, 5 ასისტი) და ტობიას ჰარისი იყვნენ (25 ქულა, 6 მოხსნა). დამარცხებულთა რიგებში კარგი შეხვედრა დემარ დეროზანმა ჩაატარა - 30 ქულა და 5 მოხსნა.

ლიგის ერთ-ერთმა ფავორიტმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "იუტა ჯაზს" 8 ქულით მოუგო - 116:108. კალიფორნიელთა რიგებში საუკეთესო ენტონი დევისი იყო 42 ქულითა და 12 მოხსნით. ლებრონ ჯეიმსი გუნდს 22 ქულით, 9 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა. დამარცხებულებს კი დონოვან მიჩელმა ულიდერა 33 ქულით. მაიკ კოლნლის 24 ქულა ჰქონდა, რუდი გობერმა კი მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა - 16 ქულა, 13 მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" უკანასკნელ 10 წელში პირველად მოახერხა დასავლეთ კონფერენციის მოგება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დონოვან მიტჩელს იუტას გარდა სხვაგან არ აქვს ნათამაშები
ნბა
12:24 04-08-2020
0

სიახლეები პოპულარული