დონჩიჩი ასე პირველად დაიჩრდილა - ლილარდმა გიჟური თამაშით ლუკასა და მთელ "დალასს" აჯობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში "დალას მავერიქსის" წინააღმდეგ "პორტლენდ ბლეიზერსის" ლიდერმა დემიენ ლილარდმა საოცარი მატჩი ჩაატარა და საკუთარ გუნდს გამარჯვება თითქმის მარტომ მოუტანა - 134:131.

"პორტლენდის" მცველმა მოედანზე 41 წუთი გაატარა და ამ დროში 61 ქულა ჩააგდო! ზუსტად იმდენი, რამდენიც ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ფორვარდმა კრისტაპს პორზინგისმა (36 ქულა) და მსოფლიო კალათბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა ლუკა დონჩიჩმა (25 ქულა).

გარდა 61 ქულისა, ლილარდმა 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 5-ჯერ მოხსნა ბურთი. თანაგუნდელს მხარი NBA-ს ლეგენდა კარმელო ენტონიმ აუბა, რომელმაც მეტოქის კალათში 26 ქულა
მოათავსა.

"დალასის" მხრიდან კი საუკეთესო მექულე პორზინგისი გახდა (36), ხოლო ლუკას 3-მაგ დუბლამდე მხოლოდ 2 მოხსნა დააკლდა - 25 ქულა, 10 ასისტი და 8 მოხსნა.

მიუხედავად ამ გამარჯვებისა, "პორტლენდი" პლეი-ოფში გასვლის დიდი შანსი არ აქვს "დალასს" კი NBA-ს ბოლო ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს.

სხვა შეხვედრების შედეგები:

ფილადელფია - ფენიქსი 117:130

მემფისი - ბოსტონი 107:122

ვაშინგტონი - მილოუკი 113:126

საკრამენტო - ნიუ ორლეანი 112:106

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული