NBA-ს წლევანდელი პლეი-ოფების საწყისი მატჩები ახალგაზრდა კალათბურთელების სიკაშკაშით მიმდინარეობს და გამონაკლისი არც დღევანდელი თამაშები ყოფილა, რომლებშიც ლუკა დონჩიჩმა ლეგენდარული კარიმ აბდულ ჯაბარის მიღწევა გააუმჯობესა, ხოლო ჯეისონ ტეიტუმმა თავად ლარი ბერდს აჯობა.
"დალას მავერიქსის" სლოვენიელმა მცველმა "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" მოგებულ (127:114) შეხვედრაში 28 ქულა, 7 ასისტი და 8 მოხსნა მოაგროვა. სადებიუტო პლეი-ოფის პირველ ორ შეხვედრაში ლუკამ 70 ქულა მოაგროვა და ჯაბარს 1 ქულით აჯობა. მის წინ მხოლოდ ჯორდან მიკანი არის 75 ქულით. დიდი ალბათობით, დონჩიჩი მის რეკორდსაც დაამხობდა, თუმცა 5 ჯარიმა
სწრაფად მოუგროვდა და პარკეტზე მხოლოდ 28 წუთი დაჰყო. "დალასმა" კი სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
"ბოსტონ სელტიკსის" ფორვარდმა ჯეისონ ტეიტუმმა კი NBA-ს პლეი-ოფის სერიის მეორე მატჩში "ფილადელფიას" 33 ქულა ჩაუგდო, 5-ჯერ მოხსნა ბურთი და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ტეიტუმმა, მართალია, NBA-ს რეკორდი მოხსნა და ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც პლეი-ოფის სტადიაზე 8 სამქულიანი ჩააგდო, თუმცა მისთვის უფრო საამაყო ლეგენდარული ლარი ბერდის შედეგის გაუმჯობესება უნდა იყოს...
22 წლი ტეიტუმი "ბოსტონის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც პლეი-ოფის სტადიაზე ზედიზედ 2 მატჩში 30+ ქულა ჩააგდო. ეს სტატუსი დღემდე "სელტიქსის" ლეგენდა ლარი ბერდს ეკუთვნოდა.
სერიაში კი "ბოსტონი" "ფილადელფიას" 2:0 ამარცხებს.
სხვა შეხვედრები:
ტორონტო - ბრუკლინი 104:99 (2:0)
დენვერი - იუტა 105:124 (1:1)
NBA: პლეი-ოფები ფავორიტთა ფიასკოთი გრძელდება - წააგო "ინდიანამაც" [VIDEO]
NBA: პლეი-ოფები დონჩიჩისა და მიჩელის ფენომენალური რეკორდებით დაიწყო [VIDEO]
რა ჯანდაბა ხდებოდა გუშინდელ პლეი-ოფში?! NBA მოულოდნელობით სავსეა