"მისნაირი კალათბურთელი აქამდე არ გვინახავს" - იოკიჩმა დონჩიჩზე ისაუბრა

AutoSharing Option
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა და 3-გზის სეზონის საუკეთესო მოთამაშემ ნიკოლა იოკიჩმა, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ახალწვეულის, ლუკა დონჩიჩის შესახებ ისაუბრა.

"დენვერ ნაგეთსის" ლიდერის თქმით, სლოვენიელი განსაკუთრებული მოთამაშეა.

"პირადად ჩემთვის, ლუკა საუკუნის ტალანტია. დონჩიჩი არის კალათბურთელი, რომლის მსგავსიც აქამდე არ გვინახავს. ის თამაშზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს.

ლუკა "დალასში" რაღაც ღირებულის შექმნას ცდილობდა, ვფიქრობ გაცვლის გამო გაბრაზებულია, მაგრამ ზოგჯერ ასეთი რაღაცები მოთამაშეებს უფრო აძლიერებთ, რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც გცვლიან და შენ ამის შესახებ არაფერი იცი, მაგრამ ახლა უფრო დიდი მოტივაცია
აქვს, რომ მწვერვალები დაიპყროს", - ციტირებს Clutch Points-ი სერბი კალათბურთელის სიტყვებს.

შეგახსენებთ, "დალას მავერიქსმა" დონჩიჩი 2018 წელს, NBA-ის დრაფტზე აირჩია, რამდენიმე კვირის წინ კი "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" ენტონი დეივისისა და მაქს კრისტის სანაცვლოდ დათმო.

alt"მსგავსს ხშირად ვერ ნახავთ - იოკიჩის საოცარი ტყორცნა საკუთარი ნახევრიდან [VIDEO]

altDream Team-ის წინააღმდეგ იოკიჩიც უძლური აღმოჩნდა - აშშ-მა სერბეთი გაანადგურა [VIDEO]

altმსგავსს იშვიათად ნახავთ - ნიკოლა იოკიჩის დაუჯერებელი ტყორცნა და დამწუხრებული სტეფ კარი [VIDEO]
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული