დონჩიჩის სასწაული: ბოლო წამზე გუნდს მოაგებინა, ჯორდანის რეკორდი დაამხო და NBA-ს ისტორია შეცვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დალას მავერიქსის" სლოვენიელმა მცველმა ლუკა დონჩიჩმა NBA-ს პლეი-ოფის შეხვედრაში "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ (135:133) საოცარი მატჩი ჩაატარა.

ლუკამ საკუთარ აქტივში 43 ქულა, 17 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, თუმცა შთამბეჭდავი სტატისტიკის მიღმა ახალგაზრდა ვარსკვლავმა ერთი მნიშვნელოვანი რამ მოახერხა, რამაც NBA-ს ისტორია შეცვალა: ბოლო წამზე, გაწითლებულ დროზე სამქულიანი ჩააგდო და გუნდს მოაგებინა, ამით კი ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის რეკორდი დაამხო.

ლუკა გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი ნაციონალური ასოციაციის ისტორიაში, რომელმაც პლეი-ოფში 40 ქულაზე მეტი მოიპოვა და გამარჯვების ქულა მაშინ ჩააგდო, როცა გუნდი
მარცხდებოდა.

ჯორდანმა "ჩიკაგო ბულზისთვის" გამარჯვების მომტანი ბურთი "კლივლენდ კავალიერსს" 1989 წელს ჩაუგდო. ის მომენტი კალათბურთის ისტორიაში შევიდა, როგორც "The Shot" და ჯორდანის კარიერის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ეპიზოდად ითვლება. მაშინ მაიკლი 26 წლის გახლდათ, ლუკამ კი ეს 21 წლის ასაკში მოახერხა.

ამას გარდა, ლუკამ NBA-ს კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა - პლეი-ოფების ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც სამმაგი დუბლი 40+ ქულასთან ერთად მოაგროვა.

ამ მოგებით კი  "დალასმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

სხვა შეხვედრები:

ტორონტო - ბრუკლინი 150:122 (4:0)

იუტა - დენვერი 129:127 (3:1)

ფილადელფია - ბოსტონი 106:110 (0:4)






მკითხველის კომენტარები / 17 /
ეგეთი სროლები... სასწაული ნიჭი უნდა ქონდეს.
ddgfdf
01:36 25-08-2020
1
მაგარია , მაგრამ ჯორდანი სულ ლიგებს იგებდა და მაგან გაათანაბრა.განსხვავება ჯერ უდიდესია ნებისმიერთან.
ddgfdf
01:26 25-08-2020
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული