UFC-ის ჩემპიონმა ლებრონი გააკრიტიკა

AutoSharing Option
UFC-ის ყოფილმა დროებითმა ჩემპიონმა კოლბი კოვინგტონმა NBA და MLB, ასევე, პირადად საკალათბურთო ასოციაციის მთავარი ვარსკვლავი - ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა.
კოვინგტონმა ლებრონი ამერიკაში მომხდარი კიდევ ერთი ახალი ძალადობის აქტის შემდეგ გამოცხადებული ბოიკოტის გამო "დატუქსა".

"თქვენი თამაშები გადადეთ? ამბობთ, რომ ნამდვილად გსურთ ცვლილებები? მაშინ უარი განაცხადეთ თქვენს მილიონებსა და პრივილეგირებულ ცხოვრებაზე. დაასრულეთ ბავშვური თამაშები, დათანხმდით შემოსავლის შემცირებას და დაკავდით ამერიკაში ყველაზე რთული საქმით. გახდით პოლიციელი!" - დაწერა საკუთარ "თვითერზე" 32 წლის მებრძოლმა.

შეგახსენებთ, ამერიკაში 7 სამართალდამცველის მიერ მოკლულ იქნა შავკანიანი მამაკაცი, რის გამოც ამერიკელმა სპორტსმენებმა
ბოიკოტი გამოაცხადეს. ამის გამო ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში პლეი-ოფის მატჩები გადაიდო.
მკითხველის კომენტარები / 6 /
Kორბენაას ნაირი შამარცხინოებით Gაივსო სართველო
Parch korben
12:08 29-08-2020
1
ამერიკაში და ყველგან, ვინც იარაღით ხელში არ დაემორჩილება პოლიციას იქვე მოკლავენ. ასე მოიქცნენ ამერიკაში და ვინც აპროტესტებს ისიც ისეთივე მოძალადეობისაკენ მოუწოდებს თავის უტვინო ქმედებით. შავკანიანი იარაღით ხელში შოკოლადებს ისვრის და იმიტომ არ უნდა ესროლონ?
G.LA
19:57 28-08-2020
1

სიახლეები პოპულარული