სცენარი, რომელიც ჩიკაგო ბულსს ჭაობიდან ამოიყვანს

AutoSharing Option
#Sixth_Man

გთავაზობთ ჩემს მიერ ინტერპრეტირებულ სცენარს, რომლის მიხედვით, ჩიკაგო ბულსს შეუძლია, აუტსაიდერის სტატუსის მქონე გუნდიდან ერთ-ერთ ფავორიტამდე აღზევდეს (სულ მინიმუმ - იდეალურ საფლეიოფო გუნდამდე).

ამჯერად, ჯერ, ტრანსფერებს დავწერ, შემდეგ კი, მიზეზშედეგობრივ კავშირებს აღვწერ.


2020 წლის NBA-ის დრაფტის მე-4 პიკი (ბულსის) და თადეუშ იანგი - ნიუ ორლეანს პელიკანსში.
ჯრუ ჰოლიდეი და პელიკანსის 2020 წლის 42-ე დრაფტ პიკი - ჩიკაგო ბულსში.

კობი უაითი და ბულსისგან მიღებული 42-ე პიკი - ლოს ანჯელეს ლეიკერსში.
ზაკ ლავინი, კაილ კუზმა და ლეიკერსის 2020 წლის 28-ე დრაფტ
პიკი - ინდიანა პეისერსში.
ვიქტორ ოლადიპო და პეისერსის 54-ე დრაფტ პიკი - ჩიკაგო ბულსში.

ვენდელ კარტერ ჯუნიორი, პეისერსის 54-ე პიკი და ბულსის 2021 წლის დრაფტის პირველი რაუნდის პიკი - ბრუკლინ ნეთსში.
ჯარეთ ალენი - ჩიკაგო ბულსში.

წლიური 6-8 მილიონი დოლარი - დერიკ როუზს.
ვეტერანის მინიმუმი - ჟოაკიმ ნოას.
10-15 მილიონი - დეივის ბერტანსს.
5-7 მილიონი - მო ჰარქლისს

შემდგარი გუნდი და სისტემა (ციფრები ნიშნავს წუთებს):

ბირთვი:

PG - ჯ.ჯოლიდეი 33  /  დ.როუზი 15
შG - ვ.ოლადიპო 33  / დ.როუზი 15
შF  - ო.პორტერი 26  /  მ.ჰარქლისი 22
PF  - ლ.მარკანენი 32  /  დ.ბერტანსი 16
ჩ    - ჯ.ალენი 33  / დ.გაფორდი 10  /  ჟ.ნოა 5

რეზერვი:

PG - კ.დანი
შG - ტ.სატორანსკი
შF  - ჩ.ჰაჩისონი
PF  - ლ.კორნე

საინტერესოა, არა? მოდით, ავხსნათ:

ტრეიდი I - მე-4 პიკი რესურსია, ბუნებრივია, თუმცა, როდესაც მსგავსი გუნდის დაყენება შეიძლება,   ,,გაწირვად" ღირს. ეს ნიშნავს, რომ უკანახაზში გაქვს, თითქმის, გაუვალი დაცვა (ჯრუ, ოლადიპო, დანი) და, შესაბამისად, პრიპროტეტების გადაფასება შაბლონური ვეღარაა.
რაში სჭირდება იანგი პელიკანსს? ჰაერივით სჭირდება. ეს იქნება იდეალური დამზღვევი, მენტორი და შემცვლელი 4 ნომერზე ზაიონ უილიამსონისათვის. პიკზე აღარაა საუბარი, ახალგაზრდული გუნდია და, სხვა თუ არაფერი, ბრენდონ ინგრამის შემცვლელს აიყვანენ.

ტრეიდი II - მესმის, რომ კობი უაითი ბულსის მომავლად მიიჩნევა, თუმცა, იქ, სადაც მოგყავს როუზი, რომელიც მზადაა, ნებისმიერ ხელფასზე ითამაშოს, ოღონდ ჩიკაგოში დაბრუნდეს, ამ ახალგაზრდის ადგილი ნაკლებადაა იმ ფონზე, როცა ამ სვლით ოლადიპოს ,,ეჩალიჩები".
რად უნდა უაითი ლეიკერსს? როგორ ფიქრობთ, კიდევ ერთი კობი, რომელიც ზუსტად იმ სტილისაა, რაც გვერდით ლებრონ ჯეიმსს სჭირდება (შემტევი, დრიბლერი, საკუთარი სროლის შემქმმელი, დამცველი), როგორც სისტემურად, ისე კომერციულად მომგებიანი არაა? დარწმუნებული ვარ, ელეი სიხარულით დათანხმდებოდა ამ გაცვლას.

რაც შეეხება ოლადიპოს. მესმის, რომ უცნაურად ჩანს. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ პეისერსი დიდად დაინტერესებული არაა, დიპოს მსუყე კონტრაქტი გაუფორმოს და აპირებს, კიდევ უფრო მეტად ახალგაზრდებზე გააკეთოს აქცენტი. ზაკ ლავინმა მშვენიერი ,,ჰაიპი" მოიპოვა და კონტრაქტიც ტრეიდის რეგლამენტის ფარგლებში აქვს. გარდა ამისა, ინდიანა, კუზმას სახით, მიიღებს იმ შევსებას, რაც ჰაერივით სჭირდება - მობილური მძიმე ფორვარდი.

ტრეიდი III - ვენდელი კარტერი ბევრს ალენზე ღირებულ ცენტრად მიაჩნია და მათ ვერავინ გაამტყუნებს, თუმცა, ალენის სწრაფი და მობილური სტილი ბევრად უკეთესად ერგება ლაური მარკანენს წყვილში, ვიდრე - კარტერის მძიმე და ნელი, თუმცა - ინტელექტზე აგებული. როგორც მიხვდით, აქცენტი სტილზეა და არა - დონეზე. ჯარეთის დაზღვევა, მოხსნის გარდა, დაცვაში აუცილებლად დასჭირდება ლაურის.
რატომ ვაყოლებთ კიდევ სხვა რესურსს ვენდელს? იმიტომ, რომ მოტივის გაშიფვრა ადვილია ძალიან და ნეთსი ამას ხელიდან არ გაუშვებს. ხანდახან, რაღაც-რაღაცეების დათმობა აუცილებელია შედეგისთვის.

ტრანაფერი IV - რატომ ნოა? იმიტომ, რომ იდეალური მენტორია როგორც პერსპექტიული დენიელ გაფორდისთვია, ისე - 22 წლის ჯარეთ ალენისთვისაც. სხვა თუ არაფერი, სამივე ცენტრი ერთი და იგივე სტილისაა.
რატომ ამხელა ხელფასი ბერტანსს? იმიტომ, რომ ითხოვს და ვიღაც აუცილებლად მისცემს, რადგან პერიმეტრიდსნ ერთ-ერთი საუკეთესოა NBA-ში. ბულსს კი ამის საშუალება ნამდვილად ექნება, 2 სეზონის მანძილზე. ამით, გუნდი მიიღებს მობილურ და ჭკვიან ,,სნაიპერს", რომელიც ბენჩიდან არ დაკარგავს მარკანენის შემტევ სტილს და დიდი დრო არ დასჭირდება ფონს გასასვლელად.
რაც შეეხება მო ჰარქლისს, თუ მას პირველ სეზონში მივცემთ არც ისე დიდ ხელფასს, მაგრამ დავპირდებით, რომ, შემდეგ სეზონში გავუზრდით (კონტრაქტით, ბუნებრივია), გვეყოლება 2 მსგავსი სტილის დაცვაზე ორიენტირებული მსუბუქი ფორვარდი. შემდეგ წელს, ოტო პორტერის 28 მილიონიან Pლაყერ Oპტიონ-ს გავისვრიდით, მაგრამ ახალ კონტრაქტს გაცილებით ნაკლებს შევთავაზევდით. ისე, რომ პორტერსა და ჰარქლისში არ დაგვეხარჯა, პირობითად, 30 მილიონ დოლარზე მეტი.  თუ ოტო არ დაგვთანხმდებოდა,(რაც ასე არ მგონია), მარტივად დავემშვიდობებოდით, რადგან ჰარქლისი მშვენიერი დაზღვევა იქნებოდა ძირითად ხუთეულში.

ატყობთ, რამდენად ღრმა და ძლიერი დაცვის მქონე გუნდია, რომელსაც არც სროლა აკლია?
მაგრამ მწვრთნელი აქაც პრობლემაა...

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ შეიძლება შემოგვთავაზე სცენარი,რომელიც ბოსტონ სელტიქსს ჩემპიონობამდე მიიყვანს.
alex
19:28 30-08-2020
1
აი მაგ გუნდი და მისი წარმატებები ნამდვილად გაიგივებულია მაიკლ ჯორდანთან. რა შუაშია მანდ ბარსელონა და მესი?
ddgfdf
23:04 29-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული