ზაიონ უილიამსონი - ფულის წყარო NBA-სთვის

AutoSharing Option
#Bean

ზაიონ უილიამსონი, ყველაზე დიდი Box Office უკანასკნელ წლებში მოსულ მოთამაშეებს შორის. ძალიან ბევრს აღიზიანებს ეს ფაქტი და ზაიონს, ვფიქრობ, დაუმსახურებლად აკრიტიკებენ. ის ასპექტი, რომ მედია და ლიგა უდიდეს ყურადღებას აქცევენ ზაიონის ყველა ქმედებას, ეს, პირველ რიგში, გულშემატკივრის დამსახურებაა.

NBA არ არის დაინტერესებული კონკრეტული მოთამაშეების გაპიარებით. ლიგა აპიარებს ფულს და არა მოთამაშეებს. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კალათბურთელით, რომელიც ადრეული ასაკიდან მოედნებს მაყურებლით ავსებს და მისი არაერთი თამაში ნაციონალურ ტელევიზიაში შუქდება, NBA ცდილობს, ფული გააკეთოს. რა თქმა უნდა, ასეთი პოპულარობა შემთხვევითი არ
არის, ამას განაპირობებს უილიამსონის საოცრად სანახაობრივი მომენტები, რამაც თითოეული ჩვენგანის ყურადღება მისი ლიგაში მოსვლამდე ბევრად ადრე მიიქცია.

მედიას და ლიგას არაფერი აქვთ საწინააღმდეგო სხვა ახალგაზრდების, რომლებიც შედარებით ნაკლებ ყურადღებას იღებენ. ამის მიზეზი მარტივია - ისინი არ არიან ისეთი Box Office ვარსკვლავები, როგორც ზაიონია. შესაბამისად, არ მოაქვთ იმდენი ფული, რამდენიც - უილიამსონს.

რამდენადაც კარგია ზაიონისთვის მედიის განსაკუთრებული ყურადღება, იმდენად შეიძლება, რომ დამღუპველი აღმოჩნდეს ეს მისი კარიერისთვის. არ არის მარტივი, მუდმივ წნეხს გაუძლო, მით უმეტეს, თუ ისე ხარ ტრავმების რისკის ქვეშ, როგორც - ეს ბიჭი. ამას ემატება დიდი მოლოდინებიც. ასე რომ, ნამდვილად არ არის მისთვის კომფორტული ასეთ ვითარებაში თამაში.

თუმცა, სიმართლე ის არის, რომ ჩვენ ზაიონ უილიამსონის მსგავსი მოთამაშე არ გვინახავს. არ გვინახავს ამხელა მასის და ასეთი ათლეტური თვისებების მქონე ტალანტი, ჯერ. ისიც სიმართლეა, რომ წელს არც ერთ ახალწვეულს არ ჰქონია ისეთი 20-მატჩიანი მონაკვეთი, როგორიც ზაიონს ჰქონდა. ის ვერ გახდება წლის საუკეთესო ახალწვეული, თუმცა, ჩემი აზრით, მასზე დიდი ტალანტი ამ სეზონში ლიგაში არ მოსულა.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული