NBA - პროგნოზები (6 სექტემბერი)

AutoSharing Option
6 სექტემბრის NBA-ს საფლეიოფო თამაშები ტორონტო რეპტორსისა და ბოსტონ სელტიქსის მატჩით გაიხსნება (სერიის ანგარიში 1-2 ). ფავორიტი სელტიქსია და ეს გამოიკვეთა, თუმცა, ამ 3 მატჩიდან, არც ერთი ყოფილა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულებული. საკმაოდ დაძაბული სერიაა კარგი დაცვით და, დაახლოებით, მსგავსი სტილის ტაქტიკების დაპირისპირებით, რაც ნიშნავს, რომ, წესით, უხვ ქულას არ უნდა ველოდოთ. ალბათ, ბოსტონი 3-1-ს გახდის, მაგრამ ფორით ვერ მოიგებს. არის ვარაუდი, რომ ბრწყინვალე თამაში ჰქონდეს ჯეისონ ტეიტუმს, პირიქით კი - კაილ ლოურის. ამ მოთამაშეს არ ახასიათებს ფლეიოფში ზედიზედ ჩატარებული ძალიან
კარგი თამაშები. შეხვედრა, თბილისის დროით, 02:30-ზე დაიწყება.

დენვერ ნაგეთსი - ლოს ანჯელეს კლიპერსი. სავარაუდოდ, სერიის პირველი მატჩის სცენარი განმეორდება და დენვერი, წესით, დიდი ანგარიშით წააგებს. ეს იმიტომ, რომ კლიპერსი ახერხებს და, ფაქტობრივად, თიშავს მეტოქის უკანახაზს და ვინგებს თავისი მრავალმხრივი დაცვითი სტრატეგიებით, თუნდაც - პერსონალური დაცვით. დიდად, ვერ უდგანან ნიკოლა იოკიჩს, თუმცა, თავის მხრივ, დენვერელები ვერ იყვანენ კავაი ლეონარდს. წესით, ამ შეხვედრაში კარგ ციფრებს დადებს პოლ ჯორჯი.
თამაშში ბევრი ქულა ჩავარდება და არც - მცირე, სადღაც, საშუალო რაოდენობას უნდა ველოდოთ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
შენ ყოფილხარ სასწაული )))))
იუდა
07:52 07-09-2020
0
დღეის პროგნოზიც გვინდა.....
lukino
18:18 06-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული