კალიფორნიელთა ლიდერებმა შეხვედრა ორმაგი დუბლებით დაასრულეს და ვიზამ დუეტს აშკარად აჯობეს. ლებრონ ჯეიმსმა პარკეტზე გატარებულ 39 წუთში 28 ქულა ჩააგდო, 11-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. რაც შეეხება ენტონი დეივისს, "ეი დიმ" 36 წუთი ითამაშა და ამ დროში გუნდს 34 ქულა, 10 მოხსნა და 4 ასისტი მოუტანა.
"ჰიუსტონელთა" რიგებში საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი იყო. "წვერამ" მისთვის მოკრძალებული 27 ქულა ჩააგდო და 7 ასისტი გააკეთა, რასელ ვესტბრუქმა კი 10 ქულაც ძლივს მოაგროვა... და ამას 13 მოხსნა მიუმატა.
სერიაში ანგარიში 1:1 გახდა. მომდევნო მატჩი კი ზეგ, 9 სექტემბერს გაიმართება.
NBA: ლებრონმა და დეივისმა ლეგენდების ისტორია გადაწერეს [VIDEO]