NBA. აღმოსავლეთის მიმოხილვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA საინტერესოდ მიმდინარეობს. გამთენიისას ამერიკაში 2 მატჩი გაიმართა. საბოლოოდ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი "მილუოკი ბაქსი" პლეი-ოფებს მიუღებელი ანგარიშით გამოეთიშა... მოკლედ, გთავაზობთ მატჩის დეტალურ მიმოხილვას. 
ისიამოვნეთ!..

"მაიამი ჰიტი" 103:94 "მილუოკი ბაქსი"
მოხდა ის, რაც ყველამ წინასწარვე იცოდა, "ბაქსი" წლევანდელ ლიგას გამოეთიშა, "ჰიტი" კი კარგად დაისვენებს და კონფერენციის ფინალში ახალი მეტოქე ეყოლება ("ბოსტონ სელტიქსსა" და "ტორონტო რეპტორსს" შორის გამარჯვებული). მაიამელებმა საერთო ანგარიშით 4:1 გაიმარჯვეს. იდეაში, ამას ბევრი არ ელოდა, თუმცა ჯიმი ბატლერისა და კომპანიის ძალისხმევამ საკმაოდ  დამანგრეველი შედეგი გამოიღო.

"მაიამი":
ჯიმი ბატლერი - 17 ქულა, 10 მოხსნა, 6 გადაცემა
ჯეი კრაუდერი - 16 ქულა
გორან დრაგიჩი - 17 ქულა
ტაილერ
ჰიროუ (ბენჩიდან) - 14 ქულა

"მილუოკი":
კრის მიდლტონი - 23 ქულა, 7 მოხსნა, 6 გადაცემა
ბრუკ ლოპესი - 15 ქულა, 14 მოხსნა
დონტე დივინჩენზო - 17 ქულა

ტრავმის გამო შეხვედრა გამოტოვა იანის ანტეტოკუნმპომ. საბოლოოდ კი მარტივი და ლოგიკური სცენარით წარიმართა ყველაფერი - უბრალოდ, უკეთესმა გუნდმა მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული