აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი - "მაიამი ჰიტი"-"ბოსტონ სელტიქსი".
ვისაც "ბაქსის" ,,გამანადგურებელი" ჰიტი ახსოვს, თუ რამდენად გამართული სისტემით მოქმედებს, ყველა ხვდება, როგორი საშიში მეტოქეა დასვენებული 'მაიამი".
უდიდესი ალბათობით, "ბოსტონი" ამ მატჩს წააგებს და ქულაც ბევრი ჩავარდება.
ურთულესია გამოცნობა, ვის რამდენად კარგი თამაში ექნება, მაგრამ "ჰიტიდან" არაერთი იქნება ისეთი, ვისგანაც 15+ ქულები წამოვა.
წესით, ძალიან შედეგიან მეორე მეოთხედს ვიხილავთ და, სავარაუდოდ, ბემ ადებაიო და ჯიმი ბატლერი დადებენ ორმაგ დუბლებს.
"სელტიქსიდან" კარგი თამაში უნდა ჰქონდეს კემბა უოლქერს.
დასავლეთ კონფერენციის მეორე
თუ კალათბურთში რაიმე კანონზომიერება არსებობს და ნიკოლა იოკიჩი ნამდვილად ადამიანია, "კლიპერსმა" ეს შეხვედრა დამაჯერებლად უნდა წამოიღოს. უნდა ჩავარდეს მრავალი ქულა და კვლავ მსუყე ციფრები დადონ კავაი ლეონარდმა და პოლ ჯორჯმა. თუმცა, წესით, მათ მხარს ხარისხიანად აუბამენ მარკუს მორისი, მონთრეზლ ჰერელი და ლუ უილიამსი.
უდაძაბულესი თამაში იქნება, იოკიჩი და ჯამალ მარეი მაქსიმუმს გააკეთებენ. ბენჩიდან საშიში იქნება მაიკლ პორტერ ჯუნიორი, მაგრამ "კლიპერსი" სულ 100-ზე ნაკლებს არ ჩააგდებს თამაშში. წესით, ყველაფერი ისე აღარ უნდა წავიდეს, როგორც - აქამდე და "კლიპერსმა" კონფერენციის ფინალი უნდა დადოს.