აღმოსავლეთის ფინალი გაიხსნა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის პირველი მატჩი ისტორიას დარჩება. "მაიამი ჰიტი" 117:114 "ბოსტონ სელტიქსი".
მთელი შეხვედრის პირველი ნახევარი ბოსტონელთა უპირატესობით მიდიოდა და იდეალურად ედგნენ დაცვაში "ჰიტს", თუმცა ეს ყველაფერი ორ მეოთხედზე მეტხანს ვერ "გაქაჩეს" მაიამელთა განსაკუთრებული სისტემის წინააღმდეგ. ხსენებული ნახევრის დომინაციით იყო განპირობებული ის, რომ მეოთხე მეოთხედში ქულა-ქულაში მიდიოდა თამაში.
უკანასკნელ მომენტში ჯეისონ ტეიტუმი ისტორიულ სლემ-დანქზე მიდიოდა და შეხვედრის ანგარიშს ათანაბრებდა, თუმცა ბემ ადებაიომ, რომ იტყვიან, ჩამოხსნა 22 წლის ვარსკვლავი. ეს გახლდათ ეპოქალური მომენტი.
უძლიერესი დაცვა + ბრწყინვალე იმპროვიზაცია VS იდეალურად გამართული სისტემა
+ კარგი დაცვა + გამოცდილება.
ეს იყო გუშინდელი დაპირისპირება.
"მაიამი ჰიტი":
გორან დრაგიჩი - 29 ქულა, 7 მოხსნა
ჯეი კრაუდერი - 22 ქულა
ჯიმი ბატლერი - 20 ქულა, 2 ჩაჭრა
ბემ ადებაიო - 18 ქულა, 6 მოხსნა, 9 გადაცემა, 2 დაფარება
ტაილერ ჰიროუ - 12 ქულა, 11 მოხსნა, 9 გადაცემა
"ბოსტონ სელტიქსი":
ჯეისონ ტეიტუმი - 30 ქულა, 14 მოხსნა, 5 გადაცემა, 3 ჩაჭრა, 2 დაფარება
მარკუს სმარტი - 26 ქულა
კემბა უოლქერი - 19 ქულა
ჯეილენ ბრაუნი - 17 ქულა
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიამატა ერთი ბეჭედი კიდე მეფემ მის მონაგარს!!!
ჯემალ გაგნიძე
14:20 16-09-2020
0

სიახლეები პოპულარული