საოცარი სერია და ბოლო გადამწყვეტი მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ასეთი დრამატული და საინტერესო პლეი-ოფი დიდი ხანია, არ გვინახავს. რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, "გეიმ" 7-ში გამარჯვების შემდეგ (104-89) "დენვერ ნაგეთსი" დასავლეთ კონფერენციის ფინალშია, "ლოს ანჯელეს კლიპერსს" კი შემდეგი სეზონისთვის მზადება მოუწევს.
ნიკოლა იოკიჩი - 16 ქულა, 22 მოხსნა, 13 გადაცემა, 2 ჩაჭრა, 3 დაფარება.
ჯამალ მარეი - 40 ქულა.
და რა ხდება "კლიპერსში"? გუნდის ლიდერები, კავაი ლეონარდი და პოლ ჯორჯი, ჯამში, აგროვებენ 24 ქულას (14-10)... საუკეთესო კი მონთრეზლ ჰერელია 20 ქულით.
არ სჭირდება ზედმეტი კომენტარი იმ ყველაფერს, რომ ლოსანჯელესელებს მწვრთნელმა
როკ რივერსმა უმტყუნა. გასაგებია კავაის საშინელი თამაში (22-ში - 6), მაგრამ როდესაც გუნდი ირევა და ყველაფერი სასწორზეა, სპეციალისტი იმიტომ გქვია, რომ სწორი სტრატეგია აარჩიო. კავაისა და ჯორჯის უსუსურმა მდგომარეობამ მთელ შემადგენლობაზე იმოქმედა. იოკიჩისა და მარეის პერფორმანსებმაც იმოქმედეს დენვერელებზე და შედეგი სახეზეა - დასავლეთ კონფერენციის ფინალი:

"დენვერ ნაგეთსი" - "ლოს ანჯელეს ლეიკერსი"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფინალი იქნება კლასიკა ბოსტონი-ლეიკერსი, იმედია ბოსტონი გაიმარჯვებს!!!
Musenbezi
18:02 16-09-2020
0
მირჩევნოდა ლებრონი-კავაის ჩახი,მაგრამ რაც მოხდა მოხდა! წინ მეფეოო
ჯემალ გაგნიძე
14:23 16-09-2020
1

სიახლეები პოპულარული