მესამე ლეგენდა - ჯულიუს ერვინგი

AutoSharing Option
#Sixth_Man

ჯულიუს ერვინგი - ლეგენდა, რომელსაც ვერ ვაფასებთ, რადგან მისი გენიალურობის აღქმას ,,ვადა გასდის".

როდესაც გულშემატკივრებს ვეკითხებით, დაასახელონ კალათბურთის ისტორიის საუკეთესო მსუბუქი ფორვარდები, ისინი პირველ ორ ადგილს, როგორც წესი, ლებრონ ჯეიმსსა და ლარი ბერდს ანიჭებენ, მაგრამ ვინაა მესამე?

უმეტესობა ან დიდხანს ფიქრობს, ან დაუფიქრებლად ასახელებს ამ ხალხისგან ერთ-ერთს:
კევინ დურანტი, სკოტი პიპენი, კავაი ლეონარდი...
ძალიან, ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც დარწმუნებით მიუთითებს დოქტორ ჯეიზე... ეს კი, 10-15 წლის წინ, ასე არ იყო...

სანამ ბლოგს ისე გაიგებთ, რომ მე მოგიწოდებთ, ისტორიის საუკეთესო
მესამე მსუბუქ ფორვარდად ჯულიუს ერვინგი მიგაჩნდეთ, განვმარტავ, ეს ასე, რა თქმა უნდა, არ არის. მე არ მაქვს მორალური უფლება, მსგავსი რამ მოგიწოდოთ.

მხოლოდ მსურს, შეგახსენოთ, რომ, ხსენებული წლების წინ კალათბურთის სამყაროში ამ კაცს ტოპ 3-ს ულაპარაკოდ მიაკუთვნებდნენ, ჩემი აზრით კი, დურანტსა და ლეონარდს ისეთი ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, რომ, სულ მინიმუმ, არ დავფიქრდეთ მაინც, სანამ ჯულიუსზე წინ დავაყენებთ, რაც უნდა სუბიექტური იყოს ეს ყველაფერი.

3X ჩემპიონი (2 - ABA, 1 - NBA)
4X MVP (3 - ABA, 1 - NBA)
16X All-Star (5 - ABA, 11 - NBA)

ჩემი აზრით, კალათბურთის ისტორიაში, ეს იყო პირველი მოთამაშე, რომელსაც სრულფასოვნად ეკუთვნოდა უნივერსალის სტატუსი.

ვფიქრობ, თუ მაიკლ ჯორდანს კარიერის საწყის ეტაპზე ვინმეს ადარებდნენ სტილით, ეს სწორედ ჯულიუს ერვინგი უნდა ყოფილიყო.

გადახედეთ მის მომენტებს. გარდა იმისა, რომ ესთეტიკით დატკბებით, დარწმუნდებით კიდეც, რამდენად გენიალური გახლდათ ის.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული