"მაიამი" დაწინაურდა, "ბოსტონი" - გასაჭირში...[Video]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მაიამი ჰიტი" ისევ გვაოცებს. გუნდი კიდევ უფრო უახლოვდება სუპერფინალს და კრიტიკოსების გაჩუმებას განაგრძნობს.
"ბოსტონ სელტიქსთან" მოგებული მატჩის შემდეგ (106:101) სერიაში ანგარიში 2:0-ია.
როგორც პირველ შეხვედრაში, აქაც, მეტ-ნაკლებად, განმეორდა სცენარი - თავიდან "ბოსტონი" დომინირებდა, მეორე მეოთხედში კი სულ სხვა ჰიტი გამოვიდა მოედანზე, რომელმაც ოდნავ მეტად ააგო თამაში იმპროვიზაციაზე, არია "სელტიქსის" დაცვა და მალევე თავის ჩვეულ სტრატეგიას დაუბრუნდა (ჰენდ ოფი).
კვლავ სტაბილურად კარგი იყო მაიამელთა მთავარი ექვსეული, თუმცა გამოირჩნენ:
ბემ ადებაიო - 21 ქულა, 10 მოხსნა, 2 ჩაჭრა
გორან დრაგიჩი - 25
ქულა
დანკან რობინსონი - 18 ქულა
ჯიმი ბატლერმა, ჯეი კრაუდერმა და ტაილერ ჰიროუმ, ჯამში, 37 ქულა დააგროვეს.
"სელტიქსიდან":
ჯეისონ ტეიტუმი - 21 ქულა
კემბა უოქერი - 23 ქულა, 7 მოხსნა
ჯეილენ ბრაუნი - 21 ქულა, 6 მოხსნა
ბოსტონელთა მთელი ბენჩის ქულათა საერთო ჯამი 16-ს არ ასცდა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული