კალათბურთელი, რომელმაც ,,გვაიძულა", მასზე საუბარი დაგვეწყო

AutoSharing Option
#Sixth_Man

კალათბურთელი, რომელმაც ,,გვაიძულა" მასზე საუბარი დაგვეწყო.

ალექს კარუზო CaruShow!

ჩვენ მასზე, ადრე, ან არ ვსაუბრობდით, ან MEME-ების ჭრილში მოვიხსენიებდით. კიდევ უფრო ადრე, ჩვენთვის არავინ იყო და, მხოლოდ, ლეიკერსის ლებრონ ჯეიმსამდელმა გულშემატკივრებმა ვიცოდით, მაგრამ ეს ბიჭი რაღაც-რაღაცეებს ამტკიცებს.
მას ვერ მოვთხოვთ ვარსკვლავობას, თუნდაც 6თჰ Mან-ობას, მაგრამ, აშკარად, მწვრთნელი ენდობა.

26 წლის. 196სმ. 84კგ. 197სმ wingspan.

ეს არ არის ათლეტური მოთამაშე, მაგრამ უათლეტურესი მომენტები გამოაცხო ჩვენს თვალწინ.
არ არის კარგი დამცველი, მაგრამ მართლა ,,ტვინს შეუჭამს" ნებისმიერს.
არ არის ნატურალ მსროლელი, მაგრამ
ძალიან სანდოა ამ ასპექტში.
არ გააჩნია არანაირი ესთეტიკა თამაშის დროს, მაგრამ მომენტების შექმნას ახერხებს.
არ აქვს ხარისხიანი, ეფექტური დრიბლინგი, მაგრამ ბურთს არ კარგავს.

აბა, როგორღა გადის ფონს (თუნდაც არც ისე მსუყე ციფრების პატრონი როულ ფლეიერისას)? - ენთუზიაზმით სავსეა!
საკუთარი თავის 100 პროცენტს წურავს მოედანზე და სწორ დროს სწორი გადაწყვეტილებების უნარი აქვს.

და აქვს რაიმე კარგი? კი - IQ, ლიდერული თვისებები და, შესაბამისად, გადაცემების უნარი.

რატომ გადავწყვიტე პოსტი მასზე?
ერთი, რომ ჩემი სენტიმენტები მაქვს მის მიმართ, რადგან ასე მთელი მონდომებით ცდილობს, რაც შეიძლება, კარგი კალათბურთელი იყოს, მეორე - იდეალური მაგალითია! უიდეალურესი! თუ რატომ არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა, როგორი ენთუზიაზმით უნდა ვცდილობდეთ ,,დიდ ბიჭებში" გარევას, როცა მათსავით ნიჭიერები არ ვართ და რამდენად დიდი ეფექტის შექმნა შეუძლია სურვილს, რომელსაც გულით და სულით ატარებ!

პ.ს. ტიპმა, ფლეიოფის მიმდინარეობისას, სოციალური ქსელები გააუქმა და საკუთარი დის ქორწილი გამოტოვა, რადგან, გუნდის მიმართ, საკუთარ ვალდებულებას გრძნობს. ეს ვალდებულება, საშუალოდ, მხოლოდ, 6.7 ქულით გამოიხატება, მაგრამ ის თავის წილ პასუხისმგებლობას გრძნობს და, ამის გამო, როგორც ვთქვი უიდეალურესი მაგალითია მომავალი სპორტსმენებისთვის!

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი მასტია!
რატი
22:58 20-09-2020
0
ყოჩაღ!!!მომეწონა!!!არ ვარ ლეიკერსის ფანი ( პირიქით , ისტორიულ მეტოქეს , სელტიქს ვგულშემატკივრობ) და ჩემ ლეიკერსელ მეგობარს სულ მაგას ვეუბნები , კარუზოს როლი უნდა გაზარდონ, არ დააღალტებს და უფრო მეტად ეფექტურიც გახდებათქო.
სონიგი
20:28 20-09-2020
0

სიახლეები პოპულარული