NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი

AutoSharing Option
#ისტორია

• ლიგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი.

• 2006 წლის ფინალებში, 2-0 დეფიციტის შემდეგ, მაიამი ჰიტმა მოახერხა და დალას მავერიქსს სერია შემოუტრიალა, რითაც გახდა მე-3 გუნდი, რომელმაც, ასეთი სხვაობის შემდეგ, ჩემპიონობა მოიგო. ჰიტის პირველი ტიტული, დუეინ უეიდის საოცარი პერფორმანსი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტროვერსია არის ის, რამაც ეს ფინალები განსაკუთრებული გახადა.

• როგორც აღვნიშნე, ეს სერია ლიგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილია. საკმაოდ ბევრი და აშკარა "მტკიცებულება" არსებობს იმის, რომ NBA-მა სერიოზული ზეგავლენა მოახდინა სერიის შედეგზე.

• ჯერი სტექჰაუსის დისკვალიფიკაცია - სერიის მეოთხე თამაშში,
სტექჰაუსმა უხეში ჯარიმა აიღო შაქილ ონილზე, რაც არბიტრებმა Flagrant 1-ით შეაფასეს. რეალურად, მაშინდელი წესებით,ეს ჯარიმა Flagrant 2-ს და, მითუმეტეს, დისკვალიფიკაციას არ აკმაყოფილებმა. როგორც ვთქვი, მსაჯებმა ეს მომენტი სწორად შეაფასეს, მაგრამ, მატჩის შემდეგ, ლიგამ Flagrant 1 Flagrant 2-ად გადააკეთა და მე-5 მატჩიც გამოატოვებინა ჯერის, რომელიც მავერიქსის როტაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წევრი გახლდათ.

• მე-5 თამაშისთვის სერიაში 2-2 იყო ანგარიში და ჰიტი სახლში ღებულობდა დალასს. ამ შეხვედრაში, უეიდმა 25 საჯარიმო ისროლა, რაც უტოლდებოდა დალასის მთლიანი გუნდის მაჩვენებელს. ხოლო, გუნდურად, მაიამიმ 49 საჯარიმოს უფლება მოიპოვა. არა ერთი ადამიანის აზრით, ამის მთავარი მიზეზი განსხვავებული სტილები იყო. დალასი, უფრო, პერიმეტრზე ორიენტირებულ კალათბურთს თამაშობდა, ფლორიდელები კი - სამ წამიანზე, მაგრამ ამ მატჩს ეს ნამდვილად არ ეტყობოდა. მავერიქსი არა ნაკლებად ორიენტირებდა სამწამიანზე, თუმცა, საჯარიმოს ხაზთან ვერ დგებოდნენ მაშინ, როცა "ფლეშზე" ყველა შეხებაზე მსაჯი ჯარიმას ნიშნავდა. მაიამის 3 ნომერი არ იყო ისეთი მოთამაშე, რომელიც მუდმივად კონტაქტს ეძებდა და საჯარიმოს ხაზთან დგებოდა. პირველი სამი რაუნდის განმავლობაში, ის სერიაში, საშუალოდ, 51 საჯარიმოს ისროდა. ფინალებში კი, ეს მაჩვენებელი 97-ზე ავიდა.

• ამ შეხვედრას საკმაოდ საინტერესო დასასრული ჰქონდა. თამაშის დასრულებამდე 9 წამით ადრე, დირკ ნოვიცკიმ 1 ქულით დააწინაურა გუნდი. შემდგომ, იყო ბურთის გამოტანის ეპიზოდი, როცა უეიდმა ზონის წესი დაარღვია, თუმცა, რა თქმა უნდა, არც კი გადახედეს მსაჯებმა ამ მომენტს. ამის შემდეგ, დაფიქსირდა ჯარიმა, როცა დუეინს არავინ შეხებია, რაც გამეორებაზეც კარგად ჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არ ყოფილა მსაჯების ყველაზე საეჭვო გადაწყვეტილება. თამაშის ბოლოსთვის, ტექსასელებს ერთი ტაიმ-აუტი ჰქონდათ შემორჩენილი. მათმა მწრთნელმა, ეივერი ჯონსონმა, მსაჯებს უთხრა, რომ, უეიდის მეორე სროლის შემდეგ, სურდა წუთშესვენების აღება, მაგრამ მსაჯებმა, პირველი სროლის მერე ააღებინეს ბოლო ტაიმაუტი. უეიდმა 101-100 გახადა ანგარიში და დალასს, 1.9 წამით ადრე, საკუთარი ნახევრიდან მოუწია თამაშში ბურთის შეყვანა.

• მე-6 მატჩშიც იგივე სიტუაცია იყო, უეიდი დალასზე მეტ საჯარიმოს ესროდა, როცა მავერიქსი, ისევ, დიდ ზეწოლას ახორციელებდა მეტოქის სამ წამიან ზონაზე. თუმცა, მთავარი მოხდა ბოლო წამებზე, როცა 95-92 იყო ანგარიში ჰიტის სასარგებლოდ. 3 წამით ადრე, ჯეისონ ტერი ბლოკით ცდილობდა გათავისუფლებას, რა დროსაც, გარი პეიტონმა, აშკარად, დაიჭირა მაისურით, მაგრამ - არანაირი რეაგირება მსაჯებისგან. პეიტონმა ერთ-ერთ ინტევიუში აღიარა კიდეც ეს ფაქტი.

• შემდგომ, გამოჩნდა ტიმ დონაგი, ერთ-ერთი იმ მსაჯებთაგანი, რომელიც ჩაწყობილ თამაშებშია არა ერთხელ მხილებული. მანაც აღიარა, რომ NBA-მა, ამ ფინალებზე, სერიოზული ზეგავლენა მოახდინა.

• არ დაგვავიწყდეს, ამ დროს, მსაჯების ოფისის ბოსი ედ რაში იყო, რომელსაც საშინლად სძულდა მარკ კუბანი. იმავე დონაგის თქმით, ის, თამაშების შემდგომ, ატარებდა ვიდეოგანხილვებს, სადაც კონკრეტული მომენტების მიმართ კონრეტულ მიდგომას სთხოვდა მსაჯებს, რაც მაიამი ჰიტს ანიჭებდა უპირატესობას.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთშიც მრავლადაა ასეთი მსაჯები, რეალს წყალობენ ძალიან ხშირად
გიო
23:58 26-09-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული