
მარკ გასოლისთვის ამერიკული თავგადასავალი დასრულებულია.
ესპანელისთვის NBA-ს კარიერა "მემფის გრიზლში" დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც 11 სეზონი გაატარა. იგი, მაიკლ კონლისთან ერთად, უდავოდ გულშემატკივრებისთვის საყვარელი მოთამაშე გახლდათ.
ამერიკული კარიერის ბოლო 2 სეზონი ესპანელმა კანადაში გაატარა, სადაც "ტორონტო რეპტორსის" შემადგენლობაში, როგორც პირად, ისე კლუბის ისტორიაში NBA-ს პირველი ჩემპიონობა მოიპოვა.
მარკი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს, რომლის ფორმითაც ევროლიგის მოგებას შეეცდება.
სხვადასხვა ინდივიდუალური ჯილდოდან აღსანიშნავი NBA-ს 2013 წლის საუკეთესო დამცველის ტიტულია.