10 წლიანი პაუზის შემდეგ - ლეიკერსს ჩემპიონობამდე ერთი მოგება აშორებს

AutoSharing Option
12 ოქტომბერს, თბილისის დროით 03:30 საათზე, მაიმი "ჰიტი" ლოს-ანჯელეს "ლეიკერსს" დაუპირისპირდება. სუპერფინალური სერიის მე-6 შეხვედრაში ფავორიტი, რა თქმა უნდა, ფრენკ ვოგელის გუნდია, თუმცა ჯიმი ბატლერის საუცხოო სათამაშო კონდიციებიდან გამომდინარე, ყველაფერი რამდენიმე საათში გადაწყდება.

"ლეიკერსმა" პლეი-ოფის ყველა ეტაპი საკმაოდ მარტივად გადალახა და ლიგის ჩემპიონობას ერთ ნაბიჯში მიუახლოვდა. როგორც მოგეხსენებათ, კალიფორნიელებმა ყველა პრესტიჟული საკალათბურთო გათამაშება ბოლოს 2010 წელს მოიგეს. 

ევერი ბრედლის გარდა, გუნდის ყველა მოთამშე მწყობრშია. ლებრონ ჯეიმსი და კამპანია შეეცდება, რომ სერია ამ მატჩივე დაასრულოს და "ყვითლებს" ნანატრი სიდიადე დაუბრუნოს.

რაც
შეეხება მაიამის, სეზონის სტარტზე სპოელსტრას გაწვრთნილი გუნდის საფინალო ვოიაჟი ნაკლებად სავარაუდო იყო. მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ გუნდი საკმაოდ ორგანიზებულად თამაშობს და როგორც შეტევით, ისე დაცვით ფაზაში მაღალი დონის კალათბურთს აჩვენებს. 

რაც შეეხება დანაკლისს, მაიამის დღეს დრაგიჩთან ერთად, ვინსენტი ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ "ჰიტისა" და "ლეიკერსის" მომდევნო შეხვედრა 12 ოქტომბერს, თბილისის დროით, 03:30 საათზე დაიწყება.

altკრიტიკული ზღვარი. "ლეიკერსი" 3-1 დაწინაურდა

alt"მაიამი ჰიტის" განსაკუთრებული კულტურა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული