ლებრონ ჯეიმსი მსოფლიოს ჩემპიონია[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 ოქტომბრის გამთენიისას, NBA-ს სუპერფინალის მე-6 მატჩი გაიმართა, სადაც "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "მაიამი ჰიტი" დაამარცხა და სერია 4:2 დახურა.

ამ გამარჯვებით კალიფორნიელები "ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის" ჩემპიონები გახდნენ და ეს გამარჯვება მათ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლეგენდას, 2020 წლის 26 იანვარს გარდაცვლილ კობი ბრაიანტს მიუძღვნეს.

სერიის მე-6 მატჩში კვლავაც ბრწყინვალედ ითამაშა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც გუნდს 28 ქულა, 14 მოხსნა, 10 გადაცემა მოუტანა. მას მხარი აუბა, რა თქმა უნდა, მისმა მთავარმა მეწყვილემ, ენტონი დევისმა, რომელმაც გუნდს 19 ქულა და 15 მოხსნა შესძინა.

"ყვითლების" მხრიდან კარგი მატჩი ჩაატარეს ასევე რონდომ და პოუპმა, რომლებმაც 19 და 17 ქულა დააგროვეს.

ფლორიდელების ლიდერმა ჯიმი ბატლერმა ცუდი მატჩი ჩაატარა და მარცხის მთავარი მიზეზი სწორედაც რომ ეს იყო. ჯიმის ანგარიშზე 12 ქულა, 7 მოხსნა და 8 გადაცემა გახლდათ.

"ჰიტის" მხრიდან 20-ქულიან ბარიერს მხოლოდ მათი მაღალი, ბემ ადებაიო გადასცდა, რომელმაც გუნდს 25 ქულა, 10 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მოუტანა.

NBA-ს ფინალების საუკეთესო მოთამაშედ ლებრონ ჯეიმსი დასახელდა.

"მეფის" ანგარიშზე 4 საჩემპიონო ბეჭედი გახლავთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული