ლებრონ ჯეიმსი პირობას ყოველთვის ასრულებს

AutoSharing Option
გუშინ, 12 ოქტომბრის გამთენიისას, "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "მაიამი ჰიტი" სუპერფინალურ სერიაში 4:2 დაამარცხა და მე-17-ედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 

"ლეიკერსის" ლიდერმა "მეფე" ლებრონ ჯეიმსმა კობი ბრაიანტის გარდაცვალების შემდეგ განაცხადა: " მსურს ჩემს თანაგუნდელებთან ერთად გავაგრძელო კობის მემკვიდრეობა. არა მარტო ამ წლისთვის, არამედ იქამდე, სანამ კალათბურთის თამაში შეგვეძლება, რომელიც გვიყვარს, რადგან ეს ის არის, რაც მსურს". 

სეზონი დასრულდა და კალიფორნიელები ჩემპიონები არიან, რომელიც კობის საპატივცემულოდ შედგა, ხოლო ლებრონმა პირობა შეასრულა და მოუტანა "ყვითლებს" მნიშვნელოვანი ჩემპიონობა. 

altლებრონ ჯეიმსი მსოფლიოს ჩემპიონია[VIDEO]