გიანის ანტეტოკუმპოს მომავალი ბუნდოვანია. საკმაოდ რეალურია ის ფაქტი, რომ "ბერძნულმა წყევლამ" დატოვოს "მილუოუკი ბაქსი" და სხვა გუნდთან ერთად სცადოს ნანატრი ჩემპიონობის მოპოვება.
აბსოლუტურად ყველა "გოლდენ სტეიტს" უკავშირებდა, მაგრამ ტრასფერების სიაში პირველ ადგილზე სწორედ ლუკა დონჩიჩის გუნდმა გადაინაცვლა და სწორედ ისინი შეეცდებიან ისტორიაში საუკეთესო "ევროპული ტრიოს" შექმნას.
შეგახსენებთ, ლუკასთან ერთად გუნდში ლატვიელი კრისტაპს პორზინგისი ირიცხება.
გიანის ანტეტოკუმპომ გასულ პლეი-ოფში უშანსოდ წააგო სერია "მაიამი ჰიტთან" - 4:1, ხოლო ლუკა უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" - 4:2.
მათი გაერთიანებით კიდევ ერთი სუპერგუნდი
შეიკრიბა და ობიექტურად რომ ვთქვათ, ლიგის მთავარი ფავორიტები იქნებიან.
შეგახსენებთ, ანტეტოკუმპო ზედიზედ მეორე სეზონია ლიგის საუკეთესო მოთამაშედ სახელდება.
ევროპული ტრიო, როგორც ასეთი!