"ლებრონ ჯეიმსს ორივე ფინალში ვაჯობე და თუ ის საუკეთესოა, მე ვინ გამოვდივარ?!"

AutoSharing Option
"ბრუკლინის" ფორვარდმა კევინ დურანტმა ნათელყო, რომ "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერ ლებრონ ჯეიმსს NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ არ მიიჩნევს.

"ხალხი ჩემ მიერ მოპოვებული ჩემპიონობის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს, თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენს ეპოქაში ეს ტიტულები ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

ვიღაცები ამბობენ, რომ ლებრონი კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. ფინალში ზედიზედ ორჯერ შევხვდი და ორივეჯერ დავამარცხე. თუ ის საუკეთესოა, მე რა უნდა მიწოდონ?" - განაცხადა დურანტმა.

კევინ დურანტმა NBA-ს ბეჭდები "გოლდენ სტეიტ უორიორსში" თამაშისას მოიპოვა. 2019 წელს კი "ბრუკლინ ნეთსში" გადავიდა, თუმცა ახალ
გუნდში ტრავმის გამო არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

მომზადებულია NetsDaily-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 12 /
Tazo აქ ლაპარაკი ძალიან მაგარ,უმაგრეს კალათბურთელებზეა ლაპარაკი და არა კალათბურთის ღმერთზე.
sake
18:45 17-11-2020
0
რას მელაპარაკები ეს ხომ 2008 წლიდან თამაშობდა 2016 წლამდე თანდერში იქ ხომ აჩერებდა და გადიოდა ფინალებში და უგებდა ლებრონს დაპირისპირებას
ლიქსო საუ
22:53 28-10-2020
1

სიახლეები პოპულარული