ჩემპიონატში თავი 430-მა გუნდმა მოიყარა, სადაც ფინალურ სტადიაზე საუკეთესო 16 კლანი გადავიდა.
Sportall-ი დაუკავშირდა Team Known As-ის კაპიტან გუკა ლუკავას (kaL10-ს) და განვლილ ტურნირსა და შემდგომ ეტაპზე ესაუბრა.
"გამარჯობა. პირველ რიგში, მადლობა დაფასებისთვისა და ყურადღებისთვის. საქართველოში მსგავსი მასშტაბის, ორგანიზების, უმაღლესი დონისა და სიურპრიზებით აღსავსე ტურნირი პირველად ჩატარდა, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს კიბერსპორტის, კერძოდ, PUBGM-ის განვითარებას.
რასაც ორგანიზაცია CACTU2 აკეთებს, დამეთანხმებით, ნამდვილად რთული და შრომატევადი სამუშაოა,
რაც შეეხება ტურნირს და მოთამაშე გუნდებს, გასულ ტურნირებთან შედარებით, დონე, რა თქმა უნდა, განსხვავებული და გაზრდილი იყო. ვულოცავ Team ONYX-სა და "300 არაგველს" დამსახურებული საპრიზო ადგილების დაკავებას.
მინდა 2 სიტყვა Team ONLY-ზეც ვთქვა, რომელიც დღითი დღე ვითარდება, აგრესიულ და სანახაობრივ თამაშს თამაშობს. მათ შესანიშნავი წინააღმდეგობა გაგვიწიეს და ზემოხსენებულ კლანებთან ერთად, მინდა მათაც შესანიშნავი გამოსვლა მივულოცო.
ასევე მჯერა, რომ რამდენიმე გუნდს ბევრად მეტი შეუძლია და მომდევნო გამოწვევაზე თავიანთ მაქსიმუმს აჩვენებენ და ეს ყველაფერი დამწყებ გუნდებს სათამაშო დონის ამაღლებაში დაეხმარება, რაც საბოლოოდ შედეგს გამოიღებს და ქართული გუნდები მსოფლიო ასპარეზზე თანდათან მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას დაიწყებენ.
რაც შეეხება ჩემს გუნდს, "Team Known As"-მა საკვალიფიკაციო ეტაპები წარმატებით გაიარა. ორივე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და გულშემატკივარს სანახაობრივი თამაში შევთავაზეთ.
შემდეგ გადავინაცვლეთ ნახევარფინალში, სადაც მიუხედავად არც თუ ისე მაღალი ხარისხის თამაშისა, საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვახერხეთ მე-2 ადგილის დაკავება და ფინალურ სტადიაზე გადასვლა.
ფინალში რაღაც შეცდომები დავუშვით, რამაც ალბათ შედეგზეც იმოქმედა. საბოლოოდ, დავიკავეთ საპრიზო მე-3 ადგილი, რითაც, სიმართლე რომ გითხრათ, კმაყოფილები არ ვართ, რის გამოსწორებასაც მომდევნო ჩემპიონატებში შევეცდებით.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად რამდენიმე უცხოურ ტურნირზე ვასპარეზობთ. ახლო მომავალში გვიწევს ერთ-ერთი ტურნირის 1/8-ფინალური მატჩის თამაში, რაზედაც დაზუსტებული ინფორმაციის ხილვა ჩვენს "ფეისბუქ" გვერდზე შეგიძლიათ (დააჭირეთ ამ ლინკს). ჩვენი მიზანი აღნიშნულ ტურნირზე გამარჯვებაა, რისთვისაც ძალ-ღონეს არ დავზოგავთ.
მინდა ერთი-ორი სიტყვა დამწყებ გუნდებსაც ვუთხრა. მოგიწოდებთ, ივარჯიშოთ დაუღალავად და ითამაშოთ რაც შეიძლება მეტი ქართული თუ უცხოური "პრაკი". ეს ყველაფერი სათამაშო სტილსა და ინტელექტს აგიმაღლებთ. რაც მთავარია, არასდროს დანებდეთ და იბრძოლეთ მანამ, სანამ შედეგი სახეზე არ იქნება.
საბოლოოდ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზაცია CACTU2-ს ასეთი მაღალი დონის ტურნირის ჩატარებისთვის.
თქვენი წყალობით კიბერსპორტმა განვითარებისკენ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა".
ვულოცავ Team Known As-ს ტურნირზე წარმატებულ გამოსვლას!
CACTU2-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგის მიხედვით საუკეთესო 5 გუნდი